გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლაშა ხუციშვილი: საჯარო ფინანსებისა და ფისკალური პოლიტიკის მართვის მიმართულებით გაგრძელდება რეფორმები

6-02-2024

საჯარო ფინანსებისა და ფისკალური პოლიტიკის მართვის მიმართულებით გაგრძელდება რეფორმები, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა, ლაშა ხუციშვილმა. საჯარო ფინანსებისა და ფისკალური პოლიტიკის მართვის მიმართულებით გაგრძელდება რეფორმები, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა, ლაშა ხუციშვილმა. 


მისი თქმით, 2024 წელს და საშუალოვადიან პერიოდში:


გაგრძელდება მკაცრი ფისკალური დისციპლინა და ბიუჯეტის დეფიციტი, რომელიც უკვე დაუბრუნდა  და ჩამოსცდა ფისკალური წესით გათვალისწინებულ 3%-იან ნიშნულს, საშუალოვადიან პერიოდში კიდევ უფრო შემცირდება. 


გაგრძელდება ხარჯვითი ნაწილის დაგეგმვის ოპტიმიზაციის პროცესი, მათ შორის, მაღალი ეკონომიკური ეფექტის მქონე პროექტების დაფინანსება საჯარო ინვესტიციების მართვის (PIM) ინსტრუმენტის სრულყოფილად დანერგვის გზით და სახელმწიფო პროგრამების ეფექტიანობის განსაზღვრის მიზნით, მათი შედეგების ანალიზი.


შენარჩუნებული იქნება ეკონომიკისთვის ყველაზე ოპტიმალური მოცულობის კაპიტალური ინვესტიციები − საქართველო საშუალოვადიან პერიოდში შეინარჩუნებს კაპიტალური ხარჯების 7%-8%-იან დონეს მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით.


გაგრძელდება კონკურენტული გარემოს შესაქმნელად და საგადასახადო ადმინისტრირების სისტემის შემდგომი გაუმჯობესების მიზნით, საგადასახადო შეღავათების სისტემის ანალიზი.


მთავრობის ვალი მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით შენარჩუნდება უსაფრთხო დონეზე (40%-ის ფარგლებში) და მოხდება პორტფელის დოლარიზაციის შემდგომი შემცირება;


გაგრძელდება საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობის შემდგომი სრულყოფა, რათა გაფართოვდეს ჰარმონიზების ხარისხი, არა მხოლოდ ასოცირების ხელშეკრულებიდან გამომდინარე აღებული ვალდებულებების, არამედ ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატობიდან გამომდინარე ვალდებულებების გათვალისწინებით;


გაგრძელდება მუშაობა ხელსაყრელი საგადასახადო გარემოს შენარჩუნების, ელექტრონული სერვისებისა და ინოვაციური მიდგომების შემდგომი დანერგვის მიმართულებით. 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930