17-09-2018
კომპანია Coca-Cola გეგმავს გაზიანი სასმელი გამოუშვას, რომელსაც კანაბიდიოლის შემცველობა ექნება. ამ ნივთიერებას კანაფი შეიცავს. ის აყუჩებს ტკივილს, თუმცა ფსიქოაქტიური ეფექტი არა აქვს. ამის შესახებ Bloomberg-ი წერს.
ამ დროისთვის Coca-Cola ერთობლივი სასმელის გამოშვებაზე მოლაპარაკებებს კანაფის კანადურ მწაროებელთან Aurora Cannabis Inc-თან მართავს.
მას შემდეგ, რაც Coca-Cola-ს გეგმების შესახებ გახდა ცნობილი, კანაფის მწარმოებელი კომპანიების აქციები მკვეთრად გაიზარდა.
16-11-2024
16-11-2024