6-02-2024
მგონი ოპოზიციური სპექტრიც თანხმდება, რომ „ლელოს" ინიციატივა და პროგრამა ვერ გადის მე-6 კლასის მათემატიკის ტესტსაც კი, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა, ლაშა ხუციშვილმა განაცხადა.
ლაშა ხუციშვილის თქმით 9%-იანი ეკონომიკური ზრდით, ვერც ბიუჯეტი და ვერც ეკონომიკა გაორმაგდება.
„ფინანსთა მინისტრობა არ სჭირდება იმის შეფასებას, რომ 9%-იანი ეკონომიკური ზრდით, ვერც ბიუჯეტს და ვერც ეკონომიკას გააორმაგებ. მგონი, მათ შორის ოპოზიციური სპექტრიც თანხმდება, რომ აღნიშნული ინიციატივა და პროგრამა ვერ გადის მე-6 კლასის მათემატიკის ტესტსაც კი. შესაბამისად, ის რომ 9%-იანი ზრდით, ბუნებრივია, იმ შემთხვევაში თუ არ გულისხმობენ იმას, რომ ამავე დროს ინფლაცია 4 წლის განმავლობაში მუდმივად იქნება ორნიშნა მაჩვენებელი, სხვა შემთხვევაში, ვერც ბიუჯეტი და ვერც ეკონომიკა ნომინალურ გამოხატულებაში ბუნებრივია ვერ გაორმაგდება, შესაბამისად, აქ ზედმეტია შეფასების გაკეთება", - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.
« თებერვალი 2025 » | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ო | ს | ო | ხ | პ | შ | კ |
1 | 2 | |||||
3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
24 | 25 | 26 | 27 | 28 |