გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები უცხოური პრესა
მეთიუ ბრაიზა: საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების სიძლიერე კითხვის ნიშნის ქვეშაა

18-09-2018

ატლანტიკური საბჭოს მკლევარის, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწის მეთიუ ბრაიზას შეფასებით, ის ფაქტი, რომ საქართველოს ამჟამინდელი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი არჩევნებში მონაწილეობას არ გეგმავს, საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების სიძლიერეს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.


„პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გადაწვიტა არ მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში. ჩემთვის ეს სამწუხაროა არა პირადი მიზეზებით, არამედ იმის გათვალისწინებით, რომ პრეზიდენტი ქვეყნის სიმბოლოა, ეს ყველაზე პრესტიჟული სამსახურია. და თუ ეს პოსტი არ ჩანს საკმარისად მნიშვნელოვანი და ღირებული პრეზიდენტისთვის, რომ მან კიდევ ერთხელ მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში, მაშინ მე ცოტა მაღელვებს ის, თუ რამდენად ძლიერია საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტები… არჩევნები არის ის დრო, როდესაც უნდა აირჩიო ადამიანი, რომელსაც ენდობი, რომელიც იზიარებს საქართველოს მომავლის ხედვას… აირჩიო ადამიანი, რომელიც იცი, რომ იქნება რამდენადაც შესაძლებელია გამჭირვალე”, - ამბობს მეთიუ ბრაიზა „ამერიკის ხმასთან“ საუბარში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930