გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ბათუმში მომხდარ დაჭრის ფაქტზე პოლიციამ ერთი პირი დააკავა

18-09-2018

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 1991 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ვ.მ. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს.


მის მიერ ჩადენილი დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა მიმდინარე წლის 15 სექტემბერს ბათუმში, ლუკა ასათიანის ქუჩაზე, ურთიერთშელაპარაკებისას, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა 1971 წელს დაბადებულ ა.თ.-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. დანაშაულის ჩადენის იარაღი - მაკაროვის სისტემის ცეცხლსასროლი პისტოლეტი ნივთმტკიცების სახითაა ამოღებული.


გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031