18-09-2018
რუსული სამხედრო თვითმფრინავი „ილ-20“, რომლის ბორტზეც 14 სამხედრო იმყოფებოდა, ხმელთაშუა ზღვის თავზე გაუჩინარდა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თვითმფრინავი ისრაელის საჰაერო ძალების F-16-ტიპის გამანადგურებლების მიერ სირიაში, ლატაკიას პროვინციაში მდებარე ობიექტებზე განხორციელებული შეტევის დროს გაუჩინარდა.
„17 სექტემბერს, „ჰმეიმიმის“ ავიაბაზაზე დაბრუნებისას, ხმელთაშუა ზღვის აკვატორიის თავზე, სირიის სანაპიროდან 35 კილომეტრში გაწყდა კავშირი „ილ-20“-ის ტიპის თვითმფრინავის ეკიპაჟთან. „ილ-20“ რადარებიდან ისრაელის საჰაერო ძალების F-16-ტიპის გამანადგურებლების შეტევის დროს გაქრა“, - განაცხადეს უწყებაში.
მათივე ინფორმაციით, ბორტზე 14 სამხედრო იმყოფებოდა, რომელთა ბედი ამ ეტაპზე უცნობია.
16-11-2024
16-11-2024