გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: ყველაფერს გავაკეთებთ, რომ დემოგრაფიული ვითარება ჩვენ ქვეყანაში გავაუმჯობესოთ

7-02-2024

დემოგრაფიის კუთხით ჩვენ გვაქვს სერიოზული გამოწვევები. ჩვენ არ ვართ კმაყოფილი არც მიგრაციის მაჩვენებლებით, არც შობადობის მაჩვენებლებით, არც ქორწინება-განქორწინების მაჩვენებლებით. არის სერიოზული გამოწვევები, მარტივად ციფრებს, სტატისტიკებს რომ დახედავთ ნახავთ, რომ გამოწვევები არის ძალიან სერიოზული. თუ სადმე გვაქვს განსაკუთრებული სირთულეები ეს არის პირველ რიგში სწორედ დემოგრაფია, რომელსაც სჭირდება ჩვენი, მათ შორის საქართველოს მთავრობის განსაკუთრებული ყურადღება, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ ოპოზიციასთან შეხვედრაზე განაცხადა.


ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ წინა ხელისუფლების პერიოდში, 2004-2012 წლებში საქართველოს მოსახლეობა 225000 ადამიანით შემცირდა, მაშინ როცა 2014 წლიდან ეს ტენდენცია შეჩერდა და 2014-2023 წლებში მოსახლეობა 19500 ადამიანით გაიზარდა.


„ფიქსირდება ზრდა და ეს იმ პირობებში, როდესაც ჩვენ მივიღეთ ამ პერიოდში ვიზალიბერალიზაცია, რაც ბუნებრივია ხელს უწყობს ამ მიგრაციას, რადგან ადამიანები მარტივად, შედარებით იოლად გადიან ევროპის ქვეყნებში, რაც მანამდე ხელმისაწვდომი არ იყო. ვიზალიბერალიზაციის მიუხედავად ჩვენ მოვახერხეთ ნეგატიური ტენდენციის შეჩერება მიგრაციის კუთხით. სურათი არ არის კარგი, მაგრამ ტენდენცია შევაჩერეთ, 2014 წლის მერე საქართველოს მოსახლეობა გაიზარდა 19500 ადამიანით, მაშინ როცა 2004-2012 წლებში მოსახლეობა შემცირდა 225000-ზე მეტი ადამიანით, კმაყოფილი არა ვართ, ბედნიერი მითუმეტეს, არის ცუდი სურათი მთლიანობაში დემოგრაფიული კუთხით, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ დემოგრაფიული ვითარება ჩვენ ქვეყანაში გავაუმჯობესოთ და განსაკუთრებით შემდეგ 4 წლიან პროგრამაში ამისათვის ძალიან კონკრეტული ნაბიჯები იქნება შემოთავაზებული“ - განაცხადა კობახიძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031