8-02-2024
„ქართული ოცნების“ ხელისუფლება არის ადამიანის ინტერესებზე მორგებული მმართველი სისტემა, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია ადამიანი და მისი ღირსება“, - ასე ეხმიანება სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი ირაკლი კობახიძის განცხადებას, სადაც ამბობს, რომ სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილი სისტემური დანაშაული, ანტიევროპული სტილის ავტორიტარიზმი ბიძინა ივანიშვილმა 2012 წელს დაასრულა.
მეგრელიშვილმა აღნიშნა, რომ „ქართული ოცნება“ არის ძალა, რომელმაც პრაგმატული, გონივრული, სიფრთხილის პოლიტიკით შეძლო შეუძლებელი და მშვიდობა შეინარჩუნა.
„ეს არის ძალა, რომელმაც აღკვეთა პატიმრების სისტემური წამება, გაუპატიურება, ბიზნესის რეკეტი, მედიასაშუალებებზე მონოპოლია. „ქართული ოცნება“ არის ძალა, რომელმაც პრაგმატული, გონივრული, სიფრთხილის პოლიტიკით შეძლო შეუძლებელი, აგვაცილა უკრაინიზაცია და შეინარჩუნა მშვიდობა.
„ნაციონალური მოძრაობა“ არის პარტია, რომელიც რეფორმების სახელით აუპატიურებდა და კლავდა ხალხს და დღეს ეს ძალა მშვიდობის სახელით იბრძვის ომისთვის. მიხეილ სააკაშვილის ცხრაწლიანი ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკით გაითელა ადამიანის უფლებები. 2012 წელს პენიტენციურ სისტემას ჰყავდა 24 114 პატიმარი. დღეს ეს რაოდენობა სამჯერ შემცირდა. 2010-2012 წლებში ციხეში წამებით, არასათანადო მოპყრობით გარდაიცვალა 282 პატიმარი. 2010 წლის კვლევით გამოიკითხა 2000 პატიმარი. მათგან 84% აცხადებდა, რომ პატიმრობამ გაუჩინა სოციალური, მენტალური, ფსიქოლოგიური პრობლემები. ყოველი მესამე აცხადებდა, რომ ციხეში განუვითარდათ ქრონიკული, განუკურნებელი დაავადებები. გამოკითხული პატიმრების 48% -მა შრომისუნარიანობა სრულად დაკარგა. ანუ, შეგვიძლია ფაქტებზე დაყრდნობით ვთქვათ, რომ ციხეში წამება იყო პოლიტიკური დირექტივა პატიმრის ნების გასატეხად, იყო პრაგმატული მეთოდი ციხის სამართავად და იყო სადომაზოხისტური ტკბობა ციხის ადმინისტრაციისათვის. კიდევ ბევრი რამ შეიძლება ითქვას, მაგრამ სულხან მოლაშვილის 1365-დღიანი წამება, როგორც სააკაშვილის პირადი შურისძიება და სააკაშვილის პოლიტიკურ ამბიციებს შეწირული სანდრო გირგვლიანი, იყო და არის დამნაშავე რეჟიმის სახე.
ქართული ციხე 2012 წლიდან დღემდე არის ადამიანის უფლებებზე მორგებული სისტემა, რომელშიც რეფორმების პროცესი მუდმივად განახლებადია. გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტმა საქართველოს პენიტენციურ სისტემაში გატარებული რეფორმები მსოფლიოში ყველაზე საუკეთესო რეფორმად გამოაცხადა. „ქართული ოცნების“ ხელისუფლება არის ადამიანის ინტერესებზე მორგებული მმართველი სისტემა, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია ადამიანი და მისი ღირსება. ეს არის ძალა, რომელმაც აღკვეთა პატიმრების სისტემური წამება, გაუპატიურება, ბიზნესის რეკეტი, მედიასაშუალებებზე მონოპოლია. „ქართული ოცნება“ არის ძალა, რომელმაც პრაგმატული, გონივრული, სიფრთხილის პოლიტიკით შეძლო შეუძლებელი, აგვაცილა უკრაინიზაცია და შეინარჩუნა მშვიდობა. „ქართულმა ოცნებამ“ ქართულ სახელმწიფოში დაასრულა ანტიევროპული სტილის ავტორიტარიზმი და რეფორმების სახელით ქართველის კაცის ციხეში გაუპატიურება და წამება“, - წერს თამთა მეგრელიშვილი Facebook-ზე.