8-02-2024
ევროკავშირის კლიმატური ცვლილების სამსახურის ცნობით, გლობალური საშუალო ტემპერატურა 2024 წლის იანვარში 1.6 გრადუსი იყო, რაც ნიშნავს, რომ პლანეტამ დაარღვია 1.5 გრადუსის ნიშნული ბოლო 12 თვის განმავლობაში.ევროკავშირის კლიმატური ცვლილების სამსახურის ცნობით, გლობალური საშუალო ტემპერატურა 2024 წლის იანვარში 1.6 გრადუსი იყო, რაც ნიშნავს, რომ პლანეტამ დაარღვია 1.5 გრადუსის ნიშნული ბოლო 12 თვის განმავლობაში.
„კოპერნიკის“ მონაცემებით, 2024 წლის იანვარი იყო ყველაზე თბილი გასულ წლებთან შედარებით.
„კოპერნიკის“ მოხსენების თანახმად, ზედაპირული ჰაერის საშუალო ტემპერატურა 13.1 გრადუსი იყო 2024 წლის იანვარში, რაც 0.7 გრადუსით აღემატება 1991-2020 წლის იანვრის საშუალო მაჩვენებელს. ეს ასევე 0.12 გრადუსით მეტია 2020 წლის ყველაზე თბილი იანვრის ტემპერატურაზე.
მოხსენებაში აღნიშნულია, რომ 2024 წლის იანვარი 1.66 გრადუსით უფრო თბილი იყო, ვიდრე იანვრის საშუალო მაჩვენებელი 1850-1900 წლებში. ორგანიზაცია ასევე იტყობინება, რომ გლობალური საშუალო ტემპერატურა ბოლო თორმეტი თვის განმავლობაში რეკორდულ ნიშნულზეა და 0.64 გრადუსით მეტია 1991-2020 წლების საშუალო მაჩვენებელზე.
„ბიბისი“ წერს, რომ გრძელვადიანი დათბობის ტენდენცია უდავოდ განპირობებულია ადამიანის საქმიანობით – ძირითადად წიაღისეული საწვავის წვის შედეგად. ბოლო თვეების განმავლობაში კლიმატის დათბობის ბუნებრივმა ფენომენმა, რომელიც ცნობილია როგორც „ელ ნინიო“, ასევე გამოიწვია ჰაერის ტემპერატურის დამატებითი მატება.