გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ყალბი ფულის შენახვა-გასაღების ფაქტზე სამი პირი პასუხისგებაში მიეცა

18-09-2018

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ყალბი ფულის შენახვა-გასაღების ფაქტზე  სამი პირი პასუხისგებაში მისცეს. 


უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, ერთ შემთხვევაში ქალაქ თბილისში,   10 ერთეული ყალბი  100-დოლარიანი კუპიურა, ხოლო ორ შემთხვევაში, ქალაქებში ქუთაისსა და ზესტაფონში მდებარე აგრარულ ბაზრობებზე და სავაჭრო ობიექტებში 7 ერთეული ყალბი 50-ლარიანი  და 3 ერთეული 100-ლარიანი კუპიურები გაასაღეს.  


საქმეზე  გამოძიება საქართველოს  სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 7-დან 10 თავისუფლების აღკვეთას წლამდე ვადით ითვალისწინებს.

 

 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031