გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
6 თვეში მშპ-ს ზრდის მაჩვენებელი 5,5 პროცენტით განისაზღვრა

18-09-2018

მიმდინარე წლის II კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელმა მიმდინარე ფასებში 10 168,4 მლნ. ლარი შეადგინა. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდა 5,5 პროცენტით განისაზღვრა, ხოლო დეფლატორი გაზრდილია 4,8 პროცენტით. 2018 წლის პირველი ექვსი თვის მთლიანი შიდა პროდუქტის საშუალო რეალურმა ზრდამ წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5,4 პროცენტი შეადგინა.


ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.


უწყების ინფორმაციითვე, მოცემულ პერიოდში ზრდა აღინიშნებოდა შემდეგ დარგებში: საფინანსო საქმიანობა (22,0 პროცენტი), სხვა კომუნალური, სოციალური და პერსონალური მომსახურების გაწევა (17,9 პროცენტი), ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევა (13,8 პროცენტი), ვაჭრობა, ავტომობილების, საყოფაცხოვრებო ნაწარმისა და პირადი მოხმარების საგნების რემონტი (10,5 პროცენტი), დამამუშავებელი მრეწველობა (8,5 პროცენტი), სამთომოპოვებითი მრეწველობა (8,1 პროცენტი), ტრანსპორტი (8,0 პროცენტი), განათლება (4,8 პროცენტი), სასტუმროები და რესტორნები (4,5 პროცენტი).

კლება დაფიქსირდა მშენებლობაში (-7,1 პროცენტი) და სოფლის მეურნეობაში (-3,3 პროცენტი).


მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა მრეწველობა (17,1 პროცენტი) და ვაჭრობა (17,0 პროცენტი). შემდეგ პოზიციებს იკავებს ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა (9,9 პროცენტი), სოფლის მეურნეობა, ნადირობა და სატყეო მეურნეობა, თევზჭერა, მეთევზეობა (8,5 პროცენტი), მშენებლობა (8,3 პროცენტი), სახელმწიფო მმართველობა (7,9 პროცენტი), ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევა (6,7 პროცენტი), ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური დახმარება (5,9 პროცენტი).

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031