გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სასამართლომ მეუღლის ცემაში ბრალდებულს 5 წლითა და 6 თვით პატიმრობა შეუფარდა

18-09-2018

თბილისის საქალაქო სასამართლომ ოჯახში ძალადობაში, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შენახვა-ტარებისთვის ბრალდებულს 5 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

 

აღნიშნულთან დაკავშირებით პროკურატურა განცხადებას ავრცელებს, რომელსაც საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი NSP.GE უცვლელად გთავაზობთ.

 

“თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ოჯახში ძალადობაში, ასევე ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შენახვა-ტარებისთვის ბრალდებული დ.ნ. დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126'-ე მუხლის პირველი ნაწილით, 111 120-ე მუხლით და 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით.

 

სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 20 მარტს, ქ. თბილისში, შევარდენიძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, დ.ნ.-მ მეუღლის - ე.ტ.-ს მიმართ ძალადობა განახორციელა, რა დროსაც   თვალებში დეოდორანტი შეასხა და თავის არეში მიაყენა დაზიანება, შემდეგ კი ცეცხლსასროლი იარაღით ფეხის არეში ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება მიაყენა.

 

სამართალდამცველებმა დ.ნ. 2018 წლის 20 მარტს ქ.თბილისში დააკავეს. მას ბრალდება  სისხლის სამართლის კოდექსის 126მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი), 111 120-ე მუხლით (ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება) და 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვა და ტარება) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

 

თბილისის საქალაქო სასამართლომ დ.ნ. სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 5 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა,” – ნათქვამია განცხადებაში.

 

 

 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31