გაიგე განსხვავებული

შაბათი, ივლისი 05, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
შალვა პაპუაშვილი: არასამთავრობო ორგანიზაციებსა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის ტოლობის ნიშნის დასმა არ შეიძლება, რადგან სამოქალაქო საზოგადოება ბევრად ფართო ცნებაა

9-02-2024

არასამთავრობო ორგანიზაციებსა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის ტოლობის ნიშნის დასმა არ შეიძლება, რადგან სამოქალაქო საზოგადოება ბევრად ფართო ცნებაა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ სტატიაში წერს.


პაპუაშვილის თქმით, არასამთავრობოები, რომლებიც არ წარმოადგენენ ხალხის არჩეულ სუბიექტებს, მოვალენი არიან, ორ მთავარ საკითხს გასცენ პასუხი, რათა მოიპოვონ საზოგადოების წარმომადგენლობის უფლება და მონაწილეობა მიიღონ პოლიტიკის შემუშავების პროცესში.


როგორც პაპუაშვილი წერს, პირველი საკითხია ის, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები თითქმის მთლიანად უცხოეთიდან ფინანსდებიან და არა ქართველი მეცენატების ან ინტერესთა ჯგუფების მიერ.


„მეორე პრობლემა კი არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე გავლენის მცდელობებია, რაც შეკითხვებს ბადებს მათი პოლიტიკური კავშირების თაობაზე“, – წერს შალვა პაპუაშვილი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031