გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლიბერთი სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის ფარგლებში მასშტაბური პროექტების განხორციელებას აგრძელებს

18-09-2018

დღეიდან, ლიბერთის სოციალური ბარათის მფლობელები, მათ შორის პენსიონერები და სოციალური დახმარების მიმღები პირები, მთელი ქვეყნის მასშტაბით, "ნიკორა სუპერმარკეტის" ნებისმიერ ობიექტზე ყველაზე მოთხოვნად 350-მდე დასახელების პროდუქტზე საუკეთესო ფასით ისარგებლებენ.

,,მოხარული ვართ, რომ კიდევ ერთხელ მოგვეცა შესაძლებლობა, გვეზრუნა ჩვენს მომხმარებელზე, განსაკუთრებით მათზე ვისაც ყველაზე მეტად ესაჭიროებათ ჩვენი ყურადღება. ეს პროექტი ‘ნიკორასთან’ ერთად, ერთი თვის წინ საპილოტე რეჟიმში დავიწყეთ, რასაც მომხმარებლის მხრიდან უაღრესად დადებითი რეაგირება მოჰყვა. დღეიდან კი "ნიკორა სუპერმარკეტის" ყველა ობიექტზე ლიბერთის სწრაფი გადახდის ტერმინალია განთავსებული და სოციალური ბარათისნებისმიერი მფლობელი, ბარათით გადახდისას შეძლებს ისარგებლოს სპეციალური ფასებით „ - განაცხადა გენერალური დირექტორის მოადგილემ ლევან თხელიძემ

“ნიკორა ყოველთვის გამოირჩეოდა როგორც სოციალურად აქტიური კომპანია, ლიბერთი ბანკთან ერთად საშუალება გვეძლევა ექსკლუზიური შეთავაზებაგავუკეთოთ ჩვენი საზოგადოების იმ წარმომადგენლებს, რომლებიც სახელმწიფოსგან სოციალური დახმარებით სარგებლობენ. ჩვენს მიერ შერჩეულიაყველაზე საჭირო და საინტერესო პროდუქტების ვრცელი ნუსხა, რომლების შეძენაც შესაძლებელი იქნება განსაკუთრებულ დაბალ ფასად, სოციალურიბარათის მომხმარებლებისთვის” - განაცხადა სს „ნიკორა ტრეიდი“-ს აღმასრულებელმა დირექტორმა დავით ურუშაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031