გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ფილარმონიასთან მიწისქვეშა პარკინგის მოწყობის პროექტზე გამოცხადებული ინტერესთა გამოხატვა დასრულდა

18-09-2018

ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე, მიწისქვეშა პარკინგის მოწყობის პროექტზე გამოცხადებული ინტერესთა გამოხატვა დასრულებულია, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.


როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, პროექტის განხორციელებით კომპანია „იქს 2“-ია დაინტერესებული, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, აღნიშნულმა კომპანიამ კონკრეტულ ლოკაციაზე ტექნიკური კვლევა უნდა ჩაატაროს.


„ჩვენ გამოცხადებული გვქონდა ინტერესთა გამოხატვა სხვადასხვა კონკრეტულ ლოკაციაზე, თუმცა პირველი გამოცხადების შედეგად, ინტერესი არავის გამოუხატავს და პროცესი თავიდან გამოცხადდა. ამ ეტაპზე, ერთ კონკრეტულ ლოკაციაზე - ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე პარკინგის მოწყობის პროექტთან დაკავშირებით, კომპანია „იქს 2“ არის დაინტერესებული. ჩვენ ვაპირებთ ხელშეკრულების გაფორმებას. კომპანიას კი, ვალდებულება აქვს, რომ ხუთი თვის განმავლობაში, ტექნიკური კვლევა ჩაატაროს. ამ პროექტის განხორციელებაზე, საბოლოო გადაწყვეტილებას მუნიციპალიტეტთან ერთად, კომპანიაც მიიღებს. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ კვლევები დადებითი იქნება“, - განაცხადა კახა კალაძემ.


მისივე თქმით, მიწისქვეშა პარკინგების პროექტების განხორციელება დედაქალაქისთვის მნიშვნელოვანია, რასაც მუნიციპალიტეტი ხელს შეუწყობს.

„ვიცით, მიწისქვეშა პარკინგების პროექტის განვითარება დედაქალაქისთვის რამდენად მნიშვნელოვანია და ის, რომ პარკირების სისტემა მოვაწესრიგოთ და არ ვიყოთ იმ ქაოტურ მდგომარეობაში, რაშიც დღეს ვიმყოფებით. ჩვენ, მუნიციპალიტეტი ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ასეთ პროექტებს ხელი შევუწყოთ“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.


ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031