გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
კალაძე: პრემიების გაცემის გადაწყვეტილებას პირადად მივიღებ

12-01-2018

დღეს გამართულ ბრიფინგზე თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ მისი მოადგილეებისა და სამსახურის უფროსებისთვის ხელფასის მატების შესახებ ინფორმაცია არასწორია. მისი თქმით, ხელფასი და დანამატი ერთიანდება.

„ადრე ხელფასი ცალკე იყო, დანამატი – ცალკე და პრემიაც ცალკე. ამიტომ ხელფასი და დანამატი ერთიანდება, რაც კანონის შესაბამისად ხდება. პრემიების გამოწერის გადაწყვეტილებას პირადად მე მივიღებ, ეს არის წახალისების ერთ-ერთი მიმართულება და ხდება ყველა ნორმალურ განვითარებულ ქვეყანაში. მაგრამ ყველაფერი უნდა იყოს გონივრულად და შესაბამისად, მერი მიიღებს გადაწყვეტილებას თავისი სამსახურების მუშაობის შეფასების შედეგად, თუ ვის როგორ და რამდენი პრემია გამოუწეროს“, –  განაცხადა კახა კალაძემ.

1 იანვრიდან საჯარო მოხელეები პრემიების ნაცვლად, ფულად ჯილდოებს იღებენ. “საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ კანონი სწორედ დღეიდან შევიდა ძალაში. ფულადი ჯილდოს მიღება მოხელეს დაწესებულების ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით შეეძლება, თუმცა განსაზღვრული ოდენობით.

კერძოდ, საჯარო დაწესებულებაში დასაქმებული პირის მიერ წლის განმავლობაში მიღებული ფულადი ჯილდოს საერთო ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს მისი თანამდებობრივი სარგოს წლიური ოდენობის 10%-ს. თუმცა, განსაკუთრებულ შემთხვევაში შესაძლებელი იქნება საჯარო მოხელეს ერთჯერადად მიეცეს განუსაზღვრელი ოდენობის ფულადი ჯილდო მხოლოდ მთავრობის გადაწყვეტილებით.

imedinews.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930