12-02-2024
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ალექსანდრე წულაძემ „უნივერსიტეტების შესაძლებლობების განვითარების პროგრამის“ გახსნის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
მინისტრის პირველმა მოადგილემ დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში კვლევის ადმინისტრირების შესაძლებლობების გაძლიერების კუთხით პროგრამის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
ალექსანდრე წულაძემ მადლობა გადაუხადაამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას მრავალწლიანი ნაყოფიერი პარტნიორობისთვის. მისი თქმით, აშშ-ის დაფინანსებით საქართველოში ხორციელდება არაერთი მასშტაბური საგანმანათლებლო პროექტი, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სისტემის გაუმჯობესებისა და ახალგაზრდების მხარდაჭერის მიმართულებით.
როგორც მინისტრის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს ქვეყანაში ადამიანური კაპიტალის, ინოვაციისა და ეკონომიკური სფეროების განვითარებას.
„უნივერსიტეტების შესაძლებლობების განვითარების პროგრამა (UCBP)“ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების (აშშ) საელჩოს მიერ დაფინანსებული ინიციატივაა. პროგრამა მიზნად ისახავს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში კვლევის ადმინისტრირების და განვითარების ოფისების შესაძლებლობების გაძლიერებას, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს უმაღლესი განათლებისა და კვლევითი ინსტიტუტების წვლილის ზრდას საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაში.
პროგრამის ადმინისტრირება ხორციელდება საერთაშორისო განათლების ამერიკული საბჭოების მიერ აშშ-ის საუნივერსიტეტო კვლევის ადმინისტრატორთა ეროვნულ საბჭოსთან (NCURA) თანამშრომლობით.
პროგრამა განხორციელდება ოთხ ეტაპად: