გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კახა კალაძე: „სვეტის“ დაზარალებულებს ჩემს თანადგომას კიდევ ერთხელ ვუდასტურებ

18-09-2018

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სამშენებლო კომპანია „სვეტის“ მიერ დაზარალებულ მოსახლეობას თბილისის მერია ხელს ყველანაირად შეუწყობს.  

 

როგორც კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, მერის მოადგილე, ილია ელოშვილი „სვეტის“ მიერ დაზარალებული მოქალაქეების საინიციატივო ჯგუფის წევრებს შეხვდა.

 

„სამშენებლო კომპანია „სვეტთან“ დაკავშირებულ საკითხი ისევ საკმაოდ აქტუალურია. პირადად მე ძალიან ბევრი შეტყობინება მომდის, თუ რა იქნება, როგორ იქნება და რა მდგომარეობაა. გასულ კვირას, ჩემი მოადგილე ილია ელოშვილი „სვეტის“ მიერ დაზარალებული მოქალაქეების საინიციატივო ჯგუფს შეხვდა და არსებული მდგომარეობა დეტალურად განიხილეს. კიდევ ერთხელ მინდა დაგიდასტუროთ მერიის და პირადად ჩემი თანადგომა - ყველანაირად ხელი შეგიწყოთ, დაგეხმაროთ, რომ რაც გადახდილი გაქვთ, არ დაკარგოთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

მისივე თქმით, აღნიშნულ საკითხზე გამოძიება დაწყებულია და ეფექტურად მიმდინარეობს.

 

„ერთი მხრივ, გამოძიება საკმაოდ ეფექტურად მიმდინარეობს და მეორე მხრივ, რაც ჩვენს პრეროგატივაში შედის, ამ მიმართულებით, თბილისის მერია ყოველთვის გვერდში დაგიდგებათ და დაგეხმარებათ, რომ ეს პროექტები დასრულდეს. დაახლოებით, 14 ლოკაციაზე იყო დაწყებული მშენებლობები და 14-ვე იყო უნებართვო, რაც სერიოზული პრობლემაა. რა თქმა უნდა, ჩვენ ეს არ უნდა დავუშვათ. თითოეული ჩვენგანისთვის უნებართვო, უკანონო მშენებლობები კატეგორიულად მიუღებელია. განსაკუთრებით, ეს ეხება 2015-2016 წლებს და ნაწილი 2017 წელს, როდესაც უკანონო მშენებლობები მიმდინარეობდა. ჩვენი მხრიდან მაქსიმალური თანადგომა გექნებათ, რომ ეს პრობლემა მოგვარდეს“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა. 

 

 

 

 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930