13-02-2024
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩეველი დერეკ შოლე საქართველოს პრემიერ მინისტრთან სატელეფონო საუბრის შესახებ ტვიტერში წერს.
როგორც დერეკ შოლე აღნიშნავს, მან ირაკლი კობახიძეს ახალ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და დაუდასტურა აშშ-ის უწყვეტი მხარდაჭერა საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი.
"დღეს პოზიტიური სატელეფონო საუბარი მქონდა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან.
მე მას ახალ თანამდებობაზე დანიშვნა მივულოცე და დავუდასტურე ჩვენი უწყვეტი მხარდაჭერა საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი", - აღნიშნავს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩეველი.
« თებერვალი 2025 » | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ო | ს | ო | ხ | პ | შ | კ |
1 | 2 | |||||
3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
24 | 25 | 26 | 27 | 28 |