გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ამერიკელი მეცნიერი: ფაროსანას  ერთ ან ორ წელიწადში განადგურება წარმოუდგენელია

18-09-2018

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების  პენსილვანიის უნივერსიტეტის პროფესორს, გრეგ კრავჩუკს შეხვდა. შეხვედრაზე აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებების მიმდინარეობა განიხილეს.


სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის სტრატეგია მსოფლიოს წამყვანი ენტომოლოგებისა და ქართველი მეცნიერების ჩართულობით შემუშავდა. შეიქმნა გამართული მონიტორინგის სისტემა და დაიგეგმა ღონისძიებები. მავნებელთან ბრძოლის  ამერიკის მრავალწლიანი გამოცილების გაზიარების შედეგად, მოხერხდა მავნებლის პოპულაციის შემცირება.


გრეგ კრავჩუკი მიმდინარე წელს სურსათის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით და აშშ-ს განვითარების სააგენტოს USAID/REAP-ის მხარდაჭერით მესამედ სტუმრობს.


„ჩვენ ერთად შევთანხმდებით, რა იქნება საჭირო 2019 წლისათვის, რაც დაეხმარება ქართველ ფერმერებს  გაუმკლავდნენ ფაროსანას. ფაროსანა არის მავნებელი, რომლის განადგურებაც  ერთ ან ორ წელიწადში წარმოუდგენელია. ვიმედოვნებ, ერთად მუშაობის პერიოდში განვავითარებთ ბრძოლის მეთოდებს“, - განაცხადა გრეგ კრავჩუკმა.


საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ამერიკელი მეცნიერი  დასავლეთ საქართველოს რეგიონებში ჩავა, შეხვდება ფერმერებს და ვითარებას ადგილზე გაეცნობა. 

აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები მავნებელთან ბრძოლის სახელმწიფო სტრატეგიის შესაბამისად მიმდინარეობს. ამ დროისთვის, სახელმწიფოს მიერ, სამეგრელოს, გურიის, იმერეთის და აჭარის რეგიონებში, თერმული ნისლის ტექნოლოგიით და ცივი შესხურებით დამუშავებულია  573 ათასი ჰექტარი ფართობი.

 

 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031