გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სოზარ სუბარი: ხაზარაძე საბჭოეთში ჩარჩა, როცა პროკურორები აციმბირებდნენ. კაცს ხელისუფლებაში მოსვლა უნდა და პროკურატურის ფუნქცია არ იცის, ეს ხომ სამარცხვინოა

14-02-2024

ხალხის ძალის ლიდერი, უმრავლესობის წევრი სოზარ სუბარი გამოეხმაურა მამუკა ხაზარაძის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ „მართალია ის პროკურორი არ არის, მაგრამ ბიძინა ივანიშვილი არჩევნების შემდეგ იქნება მოსკოვში".


სოზარ სუბარი ამბობს, რომ ხაზარაძემ, რომელსაც ხელისუფლებაში მოსვლის ფუჭი ამბიცია აქვს, პროკურატურის ფუნქციებზე წარმოდგენა არ აქვს.


„ხაზარაძე, რომელიც შეზრდილი იყო ნაცმოძრაობასთან და რეჟიმის მთავარი „ჰალსტუხიანი რეკეტიორი" იყო, ახლა ცდილობს მკვლელებს და მწამებლებს გაემიჯნოს, რაც გამორიცხულია. საზოგადოებამ კარგად იცის მისი წარსული.


მეორე უბედურება ის არის, რომ ხელისუფლებაში მოსვლის ამბიცია აქვს და პროკურატურის ფუნქციებში ვერ ერკვევა, ელემენტალური ისიც კი არ იცის, რა უფლებამოსილება აქვს ამ ინსტიტუციას.


მეორე მხრივ, მისი სიტყვები, რომ ეს არის პოლიტიკური გზავნილი - დამაფიქრებელია. ხაზარაძე პირდაპირ ამბობს, რომ თუ სათავეში დაბრუნდება, შექმნის ისეთ პოლიტიკურ დღის წესრიგს, სადაც მისთვის მიუღებელ ადამიანს ამ ქვეყანაში არ დაედგომება. ეს არაფერია, თუ არა ნაცმოძრაობის რეჟიმის ხელწერა, რაც ასევე მისი ხელწერაცაა", - განაცხადა სოზარ სუბარმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930