გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
„აწარმოე საქართველოში" ორგანიზებით, თბილისში საქართველო-საუდის არაბეთის საინვესტიციო ბიზნეს ფორუმი გაიმართა

15-02-2024

სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" ორგანიზებით, თბილისში საქართველო-საუდის არაბეთის საინვესტიციო ბიზნეს ფორუმი გაიმართა.


ფორუმი მისასალმებელი სიტყვით გახსნეს საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა და საუდის არაბეთის ინვესტიციების მინისტრმა ხალიდ ალ-ფალიჰიმ.


საქართველოს საინვესტიციო გარემოსა და შესაძლებლობების შესახებ, პრეზენტაცია გამართა "აწარმოე საქართველოში" დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა.


"დღევანდელი მონაცემებით, საუდის არაბეთიდან განხორციელებული ინვესტიციების წილი ჩვენ ქვეყანაში 100 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს, რაც ისეთი საინვესტიციო პოტენციალის მქონე ქვეყნისთვის, როგორიც საუდის არაბეთია, დაბალი მაჩვენებელია. სწორედ ამიტომ, ვმართავთ ძალიან მსხვილ და დივერსიფიცირებულ ბიზნეს ფორუმს, რომელზეც ვმასპინძლობთ 100-ზე მეტი საუდური კომპანიის წარმომადგენლებს.


დარწმუნებული ვარ, დღევანდელი ფორუმი, საქართველოში საუდის არაბეთის ინვესტიციების მინისტრის ვიზიტი საუდელ ბიზნესმენებთან ერთად, საფუძველს ჩაუყრის საქართველოსა და საუდის არაბეთს შორის სამომავლო ურთიერთობების განვითარებას. ჩვენ ვხედავთ მზარდ ინტერესს საქართველოსადმი, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ყურეს ქვეყნებიდან ჩამოდიან ინვესტორები, იცით რომ ემირატებთან მჭიდრო ურთიერთობები გვაქვს და მუშავდება რამდენიმე მსხვილი პროექტი. ახლა კი ვფიქრობთ, რომ საუდელი ინვესტორებიც დაინტერესდებიან საქართველოთი.


ძირითადი სექტორები, რაშიც საუდელი ბიზნესმენები დებენ ინვესტიციებს, ჩვენი ქვეყნის პრიორიტეტებს ემთხვევა. ეს არის: უძრავი ქონება, სტუმარ-მასპინძლობის სექტორი, ტრანსპორტი და ენერგეტიკა. სწორედ ამ სექტორების წარმოჩენა, მათი უპირატესობების ჩვენება და კონკრეტული შეთავაზებების წარდგენა მოვახდინეთ საუდელი ინვესტორებისთვის" - აღნიშნა მიხეილ ხიდურელმა.


საქართველო-საუდის არაბეთის ბიზნეს ფორუმის მიმდინარეობისას, გაიმართა პანელური დისკუსიები ტურიზმისა და უძრავი ქონების სექტორში საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ. ფორუმის მონაწილეებმა იმსჯელეს საქართველოს, როგორც სატრანსპორტო, ლოგისტიკური და ენერგეტიკული ჰაბის პოტენციალზე.
ფორუმზე ორი ქვეყნის მინისტრებმა გაცვალეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები სოფლის მეურნეობის, ენერგეტიკისა და კულტურული ურთიერთობების მიმართულებით.


ღონისძიებას 300-მდე დელეგატი დაესწრო, მათ შორის საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები, დიპლომატიური კორპუსი, საუდის არაბეთის სამთავრობო და ბიზნეს დელეგაცია, საქართველოს ბიზნეს წრეების წარმომადგენლები.


საქართველო-საუდის არაბეთის ბიზნეს ფორუმის ბოლოს გაიმართა ინტერაქციული სესია ქართველ და არაბ ბიზნესმენებს შორის, სადაც მათ საშუალება მიეცათ კავშირები დაემყარებინათ პოტენციურ ბიზნეს პარტნიორებთან.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930