15-02-2024
„ხალხის ძალის “ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი ღარიბაშვილის პრესკონფერენციას ეხმაურება.
როგორც დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს, „ქართული ოცნების“ მმართველების ფონზე რადიკალურ ოპოზიციას არჩევნებზე გამარჯვების მინიმალური შანსიც არ აქვს.
„არ ვიცი, იგრძენით თუ არა, მე კი დავინახე - რამ შეაშინა აგენტოკრატების ლაქია-მარიონეტები, მთავრობის სათავეში ირაკლი კობახიძის გადანაცვლების სახით. ეს შიში და საკუთარი გეგმების მსხვრევა მათ ჯერ კიდევ წინ აქვთ, თანაც უკიდურესი გამძაფრების მიმართულებით.
დღეს კი ნათლად დავინახეთ ამ უსამშობლო და უიღბლო „პოლიტიკანების" რიგებში ახალი შიშებისა და გადარჩენის მინიმალური შანსის არარსებობის ნიშნები, ირაკლი ღარიბაშვილის წინასაარჩევნო პირველი, ფართო განცხადებების შემდეგ. ეს იყო დაუნდობელი პოლიტიკური „ტყვიამფრქვევის" მოქმედებაში მოყვანა, რომელიც გადარჩენის შანსსაც ვერ დაუტოვებდა თავის მოწინააღმდეგეს.
ერთი სიამოვნება იყო, ადგილმონაცვლეობის მიუხედავად, ახალ ამპლუაში, ორი თავდაჯერებული, შემტევი და მიზანმიმართული ირაკლის ნახვა. მათ ხელში და „ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მეთვალყურეობით, „მადამ ტიუსოს ცვილის ფიგურებს" რისი ან ვისი იმედი უნდა ჰქონდეთ 26 ოქტომბერს, სულ რომ ეუთო/ოდირის სრული შემადგენლობა ჩამოიყვანონ საქართველოში, ჩემთვის გაუგებარია...“, - წერს დავით ქართველიშვილი.
16-11-2024
16-11-2024