გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სოზარ სუბარი: დღეს ფსევდო "შუაშისტური" პოზიციის დაკავებას ცდილობს ნიკა გვარამიაც კი, რომელიც მთელი თავისი ცხოვრება „ნაციონალური მოძრაობის“ არა მხოლოდ სახე იყო, არამედ შემოქმედი იმ ბოროტებების, რასაც ჩადიოდა „ნაცმოძრაობა"

16-02-2024

"ნაცმოძრაობის მიერ ჩადენილ დანაშაულებს სჭირდება სისტემური შეფასება, როგორც პოლიტიკური ისე სამართლებრივი და ამას აუცილებლად გავაკეთებთ.“ - ამის შესახებ "ხალხის ძალის" ერთ-ერთმა ლიდერმა სოზარ სუბარმა განაცხადა.


მისი თქმით, დღეს ვითომდა "შუაშისტური" პოზიციის დაკავებას ცდილობს ნიკა გვარამიაც კი, ვინც ნაცმოძრაობის ერთ-ერთი იდეოლოგი იყო, მაგრამ მას ეს არ გამოუვა, რადგან ხალხს ყველაფერი ახსოვს.


"ნიკა გვარამია მთელი თავისი ცხოვრება „ნაციონალური მოძრაობის“ არა მხოლოდ სახე იყო, არამედ შემოქმედი იმ ბოროტებების, რასაც ჩადიოდა „ნაცმოძრაობა“. დღეს, ისიც კი ცდილობს, რომ დაიკავოს ეს ფსევდო „შუაშისტური“ პოზიცია, თუმცა ხალხი ბრძენია, მისი მოტყუება ასე ადვილად ვერ მოხერხდება და ყველას თავის სახელს დაარქმევს. ეს რადიკალები ამ ნიშას ვერ დაიკავებენ. ჩვენ - „ხალხის ძალა“ ისევ და ისევ კატეგორიულად ვითხოვთ, რომ 2024 წლის არჩევნების შემდეგ უნდა დადგეს კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ გასამართლების საკითხი დღის წესრიგში და ეს აუცილებლად ასე მოხდება. აუცილებლად სისტემურად უნდა შეფასდეს ის დანაშაულები, რომლებიც მათ აქვთ ჩადენილი სამშობლოს წინაშე, სამშობლოს ღალატიდან დაწყებული (რისი შედეგიც იყო 2008 წლის ომი, მშვიდობიანი მოსახლეობის დატოვება და მსხვერპლი), ასევე, ის სისტემური დანაშაული, რომელიც გასულ წელს საქმეში - „აკაკი ოჩიგავას საქართველოს წინააღმდეგ“ ადამიანის უფლებების ევროპულმა სასამართლომ აღიარა. ამ ყველაფერს სჭირდება სისტემური შეფასება, როგორც პოლიტიკური ისე სამართლებრივი და ამას აუცილებლად გავაკეთებთ“ - განაცხადა სოზარ სუბარმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930