გაიგე განსხვავებული

შაბათი, ივლისი 26, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თამთა მეგრელიშვილი: ბიზნესში მამუკა ხაზარაძე უკვე საეჭვო რეპუტაციის პირია, კომპანია „სქოუფის" საქმიანი განაჩენის შემდეგ საეჭვოა მან ფასიანი ქაღალდები კარგ ან იგივე ფასში გაყიდოს. ასეა, ბიზნესიცა და პოლიტიკაც, არა თაღლითობით, არამედ ღირსებით უნდა აკეთ

19-02-2024

„ბიზნესში მამუკა ხაზარაძე უკვე საეჭვო რეპუტაციის პირია, კომპანია „სქოუფის" საქმიანი განაჩენის შემდეგ, საეჭვოა მან ფასიანი ქაღალდები კარგ ან იგივე ფასში გაყიდოს,“ - წერს „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი, საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია „სქოუფის“ მიერ მამუკა ხაზარაძის კომპანიისთვის, „ლისი ლეიქ დეველოპმენტისთვის“ რეიტინგის ორი პოზიციით შემცირების თაობაზე. მეგრელიშვილის თქმით, მამუკა ხაზარაძის წაბილწული სახელისა და იმიჯის პირობებში ინვესტორი ნამდვილად დაფიქრდება თაღლითთან საქმე დაიჭიროს თუ არა.


„საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია „სქოუფმა“, რომელსაც მამუკა ხაზარაძის კომპანიისთვის „ლისი ლეიქ დეველოპმენტისთვის“ B+ რეიტინგი ჰქონდა მინიჭებული ორი პოზიციით შეუმცირა რეიტინგი. მიზეზად კომპანიის სუსტი მენეჯმენტი და წარსულის მწარე გამოცდილება - ინვესტორებთან გაურკვევლობა დასახელდა.


ასეა, ბიზნესიცა და პოლიტიკაც, არა თაღლითობით არამედ ღირსებით უნდა აკეთო. ბიზნესში მამუკა ხაზარაძე უკვე საეჭვო რეპუტაციის პირია, კომპანია „სქოუფის" საქმიანი განაჩენის შემდეგ საეჭვოა მან ფასიანი ქაღალდები კარგ ან იგივე ფასში გაყიდოს. მისი წაბილწული სახელისა და იმიჯის პირობებში ინვესტორი ნამდვილად დაფიქრდება თაღლითთან საქმე დაიჭიროს თუ არ დაიჭიროს“, - წერს თამთა მეგრელიშვილი Facebook-ზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031