გაიგე განსხვავებული

პარასკევი, ივლისი 25, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თიბისი კონცეპტი UK Bridge-ის განათლების საერთაშორისო გამოფენას მასპინძლობს

19-02-2024

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით, 2 მარტს, 12:00-დან 18:00 საათამდე, UK Bridge-ის განათლების საერთაშორისო გამოფენა 2024 გაიმართება.


გამოფენაზე მოსულ სტუმრებს, შესაძლებლობა ექნებათ შეხვდნენ UK Bridge-ის პარტნიორ სკოლებსა და უნივერსიტეტებს. მიიღონ ინფორმაცია სხვადასხვა პროგრამის, ჩარიცხვის, პროცედურების, ფასების და სხვა შესაძლებლობების შესახებ, რომლებსაც UK Bridge სთავაზობს მათ.


გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება, დიდი ბრიტანეთის, იტალიის, ესპანეთის, გერმანიის, შვეიცარიისა და სხვა ქვეყნების საზაფხულო სკოლები მოზარდებისთვის, სკოლა-პანსიონები და უნივერსიტეტები. UK Bridge-ის წარმომადგენლები ადგილზე გაგიწევენ უფასო კონსულტაციას, თქვენი სურვილების გათვალისწინებით, შეგარჩევინებენ სკოლასა თუ უნივერსიტეტს.


თიბისი კონცეპტში მოსულ სტუმრებს აქვთ შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღონ გათამაშებაში და მოიგონ:

  • 3 თვიანი უფასო IELTS-ის კურსი UK Bridge ის ონლაინ სასწავლო ცენტრში
  • 3 თვიანი მოზარდის კურსი UK Bridge ის ონლაინ სასწავლო ცენტრში
  • 2 კვირიანი საზაფხულო კურსი დიდ ბრიტანეთში, მოზარდისთვის (11-14 წ)

გათამაშებაში მონაწილეობისთვის აუცილებელია გაიაროთ წინასწარი რეგისტრაცია2 მარტის 12:00 საათამდე, შემდეგ ბმულზე: https://www.conceptevents.ge/

გამოფენაზე მოსული თიბისი კონცეპტის მომხმარებლებისთვისვრცელდება 5-დან 10%-მდე ფასდაკლება მონაწილე სკოლების საზაფხულო კურსებზე.


მისამართი: თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცე, მარჯანიშვილის 7.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031