გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ჩიქოვანი: ნატო-საქართველოს კომისია არის მნიშვნელოვანი თანამშრომლობის ფორმატი, რომელიც გაჩნია საქართველოსა და ნატოს და მნიშვნელოვანია, რომ ამ ფორმატს უხელმძღვანელებს საქართველოს მხრიდან საქართველოს პრემიერ-მინისტრი

21-02-2024

ნატო-საქართველოს კომისია არის მნიშვნელოვანი თანამშრომლობის ფორმატი, რომელიც გაჩნია საქართველოსა და ნატოს და მნიშვნელოვანია, რომ ამ ფორმატს უხელმძღვანელებს საქართველოს მხრიდან საქართველოს პრემიერ-მინისტრი, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა ბრიუსელში განაცხადა, სადაც პრემიერ-მინისტრთან ერთად ვიზიტით იმყოფება. 


მისი თქმით, კომისია არის შესაძლებლობა, განხილული იქნას  ის რეფორმები, რომელიც  საქართველოში გატარდა. 


„დღეს გაიმართება ნატო-საქართველოს კომისია. ეს არის მნიშვნელოვანი თანამშრომლობის ფორმატი, რომელიც გაჩნია საქართველოსა და ნატოს და მნიშვნელოვანია, რომ ამ ფორმატს უხელმძღვანელებს საქართველოს მხრიდან საქართველოს პრემიერ-მინისტრი. ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, რომ ვისაუბროთ იმ რეფორმებზე, რომელიც გატარდა საქართველოში რა თქმა უნდა, პირველ რიგში თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების თვალსაზრისით, მეორეს მხრივ, ნატოსთან თავსებადობის ამაღლების თვალსაზრისით და ასევე იმ პოლიტიკურ პროცესებთან მიმართებაში, რომელიც ქვეყანაში მიმდინარეობს. საქართველოს აქვს მნიშვნელოვანი პროგრესი აბსოლუტურად ყველა ამ მიმართულებით და ეს არის ხაზგასმული ყველა იმ განცხადებაში ხაზგასმული, რომელსაც აკეთებენ ჩვენი პარტნიორები და ჩვენ ვთვლით, რომ გადაწყვეტილება, რომელიც იქნა მიღებული შარშან დეკემბერში, არის კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი დასტური იმისა, რომ საქართველო არის სწორი განვითარების გზაზე", - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930