გაიგე განსხვავებული

კვირა, მარტი 02, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გახდი თიბისის ტექსკოლის მონაწილე

21-02-2024

თიბისი, მთელი საქართველოს მასშტაბით, ყველა მოსწავლეს მე-9-დან მე-12 კლასის ჩათლით, აძლევს შესაძლებლობას გაეცნოს და შეისწავლოს ტექნოლოგიური პროფესიები სრული დაფინანსებით.


თიბისის ტექსკოლაში2024 წლის გაზაფხულის სემესტრზე მოსწავლეთა მიღება დაიწყო. კურსები, რომლებიც აქამდე, მხოლოდ მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებისთვის იყო განკუთვნილი, ახლა უკვე მეცხრედან მეთორმეტე კლასის ჩათვლით მსურველებს გთავაზობთ შეისწავლოთ მომავლის პროფესიები.


კურსებზე რეგისტრაცია 20 თებერვალს იწყება და 3 მარტის ჩათლით გაგრძელდება.


არ გადადო, აირჩიე შენთვის სასურველი კურსი და გახდი თიბისის ტექსკოლის მონაწილე:

თიბისიმ, ტექსკოლა გასულ წელს დააარსა და მას უკვე 1200-ზე მეტი მონაწილე ჰყავს. სასწავლო პროგრამებიჯეოლაბთან პარტნიორობით შეიქმნა და განკუთვნილია ტექნოლოგიებით დაინტერესებული, საქართველოს ნებისმიერ რეგიონში მცხოვრები უფროსკლასელებისთვის. ტექსკოლის კურსების გავლის შემდეგ, თიბისი გაძლევთ შესაძლებლობას სწავლა უკვე თიბისის IT აკადემიაში გააგრძელოთ.


თიბისის თავისი საგანმანათლებლო მიმართულებებით, იქნება ეს - ტექსკოლა, IT აკადემიის პროგრამები თუ თიბისის მხარდაჭერით განხორციელებული პროექტები, ქმნის პლატფორმებს, რომლებიც სხვადასხვა ასაკის და ინტერესის ადამიანებს აძლევს შესაძლებლობას დაეუფლონ ახალ პროფესიებს ან გაიღრმაონ ცოდნა სასურველი მიმართულებით.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31