გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები უცხოური პრესა
კურტ ვოლკერი ქართველ ამომრჩევლებს აქტიურობისკენ მოუწოდებს

19-09-2018

თეთრი სახლის სპეციალური წარმომადგენლის უკრაინის მოლაპარაკებებში და მაკკეინის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორის კურტ ვოლკერის განცხადებით, ოქტომბერში დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭს რამდენიმე პრინციპული კანდიდატი იყრის.


ვოლკერი ქართველ ამომრჩევლებს საარჩევნო უბნებზე მისვლისკენ მოუწოდებს.


„პრეზიდენტის ინსტიტუტი მნიშვნელოვანია ნებისმიერი ქვეყნისთვის, ის ქვეყნის სიმბოლოა…[ის] მაღალ ეროვნულ მიზნებს წარმოადგენს, ერთიანობის განცდას ქმნის, და ყველა ქართველს აერთიანებს, ნაცვლად იმისა, რომ ერთვებოდეს შიდა პოლიტიკურ პოლემიკაში, რომელიც დემოკრატიისთვის ბუნებრივია. კითხვა, თუ ვის აქვს შესაძლებლობა იყოს ეს ხმა, ისაუბროს ყველა ქართველზე დაყრდნობით და შეძლოს მთავარი საკითხების გამოკვეთა, მნიშვნელოვანია. მიუხედავად იმისა, რომ ძალაუფლება შეზღუდულია, პრეზიდენტის ავტორიტეტი და სიმბოლო უაღრესად მნიშვნელოვანია. ამ არჩევნებზე, საქართველოში საპრეზიდენტო კანდიდატების ფართო სპექტრია. რამდენიმე პრინციპული კანდიდატი იღებს მონაწილეობას და ისინი ნამდვილად წარმოადგენენ განსხვავებულ არჩევანს. მე მოვუწოდებ და იმედი მაქვს ყველა ქართველი წავა არჩევნებზე. მიეცით ხმა თქვენი შეხედულებების მიხედვით. არა ისე, როგორც გეტყვიან, არამედ რისიც გჯერათ, და გწამთ რომ ეს ქვეყნისთვის სწორი არჩევანია”, - ამბობს კურტ ვოლკერი „ამერიკის ხმასთან“ საუბარში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031