გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დავით კაჭარავა: ჩავატაროთ კვლევა, რომელიც ცხადჰყოს, რა უკუგება აქვს სპორტში სახელმწიფოს მიერ დახარჯულ თანხებს

21-02-2024

მინისტრის საათის ფორმატში ფინანსთა მინისტრის მოსმენისას „ხალხის ძალის“ წევრმა, დეპუტატმა დავით კაჭარავამ დააყენა საკითხი, რომ ჩატარდეს კვლევა, რომელიც განსაზღვრავს სახელმწიფოს მიერ სპორტში ჩადებული თანხების უკუგებას.


„ჩვენ ვიცით, რომ საქართველოში როგორც პროფესიონალური, ასევე მასობრივი სპორტის ძირითადი ნაწილი სახელმწიფოდან ფინანსდება. სპორტი უამრავ ქვეყანაში არის ქვეყნის შემოსავლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი. ამასთან, არაპირდაპირი სიკეთეები, რაც სპორტს მოაქვს, არის კრიმინალის შემცირება, არაგადამდები დაავადებების შემცირება, ცნობადობის ამაღლება, რასაც მოჰყვება ტურისტების შემოდინება და ა.შ.


ჩემი კითხვა შეეხება იმას, რომ იქნებ ფინანსთა სამინისტრომ, ან რომელიმე სხვა უწყებამ ჩაატაროს კვლევა, თუ რა უკუგება აქვს თითოეულ დახარჯულ ლარს. სახელმწიფო, როცა ხარჯავს კონკრეტულ თანხას სპორტის მიმართულებით, ამას რა უკუგება მოჰყვება? ამის შემდეგ, ჩვენ ალბათ, უფრო მეტად გვექნება საშუალება განვსაზღვროთ, თუ რა დაფინანსება ჭირდება სპორტს. ვფიქრობ, რომ შემოდინება სპორტიდან ბევრად უფრო მეტია, ვიდრე დახარჯული თანხები.“


დეპუტატის საპასუხოდ მინისტრმა განაცხადა, რომ მართალია, ასეთი კვლევა ფინანსთა სამინისტროს არ ჩაუტარებია, მაგრამ საინტერესო იქნება მსგავსი კვლევის ჩატარება და ამის საფუძველზე სამომავლო გეგმების დასახვა.


„საინტერესო იქნებოდა ასეთი კვლევის ჩატარება. ფინანსთა სამინისტროს ეს კვლევა არ ჩაუტარებია და დაგეგმილი არ ჰქონია. თუმცა, შესაძლებელია დარგობრივ სამინისტროებთან ერთად მსგავსი ტიპის კვლევების ჩატარება და შესაბამისად, შედეგებიდან გამომდინარე, სამომავლო გეგმების დასახვაც“ - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930