გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: 21 თებერვალი ისტორიული დღეა ჩვენი ქვეყნისთვის. პირველი კონსტიტუციის შინაარსი იყო იმის დემონსტრირება, რომ მაშინდელი ქართული საზოგადოება იყო აღჭურვილი სათანადო ღირებულებებით და ძალიან მაღალი სამართლებრივი კულტურით

21-02-2024

21 თებერვალი არის ისტორიული დღე ჩვენი ქვეყნისთვის. მაშინდელმა ხელისუფლებამ, პირველი რესპუბლიკის ხელისუფლებამ დაგვიტოვა ძალიან დიდი მემკვიდრეობა, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბრიუსელში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.


მთავრობის მეთაურის თქმით, ეს იყო ისტორიული თარიღი და თვითონ პირველი კონსტიტუციის შინაარსი იყო იმის დემონსტრირება, რომ მაშინდელი ქართული საზოგადოება იყო აღჭურვილი სათანადო ღირებულებებით და ძალიან მაღალი სამართლებრივი კულტურით. 


„მაშინდელი კონსტიტუცია ეფუძნებოდა იმდროინდელ ცივილიზებულ სამყაროში აღიარებულ პრინციპებს, ზოგადსაკაცობრიო ღირებულებებს და შესაბამისად, ეს იყო ის დოკუმენტი, რომელმაც შექმნა ძალიან მყარი საფუძველი იმისათვის, რომ უკვე 90-იანი წლებიდან ჩვენი კონსტიტუციონალიზმი განვითარებულიყო სწრაფი ტემპით და დაფუძნებოდა ჩვენი კონსტიტუციონალიზმის განვითარების ახალი ეტაპი ძალიან მყარ ღირებულებებს. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ეს იყო ისტორიული თარიღი და თვითონ პირველი კონსტიტუციის შინაარსი იყო იმის დემონსტრირება, რომ მაშინდელი ქართული საზოგადოება იყო აღჭურვილი სათანადო ღირებულებებით და ძალიან მაღალი სამართლებრივი კულტურით", -  განაცხადა პრემიერმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930