გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ბექა დავითულიანი: იმის ნაცვლად, ბატონი ჯანაშია სააკაშვილის ოჯახის წევრების სწავლის დაფინანსების და სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების გაღებისთვის ციხეში იჯდეს, სამწუხაროდ, გარეთაა და თავის ამომრჩეველს რევოლუციისკენ მოუწოდებს

22-02-2024

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ბექა დავითულიანი სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსის, თეიმურაზ ჯანაშიას განცხადებას ეხმიანება, რომლის თქმითაც, „მიხეილ სააკაშვილს უნდა მიეცეს უფლება მონაწილეობა მიიღოს პოლიტიკურ წინარევოლუციურ პროცესში“.


ბექა დავითულიანის თქმით, „იმის ნაცვლად, რომ ბატონი ჯანაშია მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრების სწავლის დაფინანსების და ხარჯების სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაღებისთვის ციხეში იჯდეს, სამწუხაროდ არის გარეთ, გვიყიჟინებს და თავის ამომრჩეველს რევოლუციისკენ მოუწოდებს“.


„ეს ძალიან მარტივი სცენარია-სალომე ზურაბიშვილს სთხოვენ, რომ შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი, მერე მიანიჭოს მოქალაქეობა რომ პოლიტიკაში ჩართვის ლეგიტიმაცია მისცეს და რევოლუციის ინსტრუმენტად იყოს გამოყენებული, რაც მათ არ გამოუვათ და მათი შანსი ნულოვანია“-აღნიშნა დავითულიანმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    თებერვალი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
2425262728