გაიგე განსხვავებული

შაბათი, ივნისი 14, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი ამილახვარმა საგნობრივ ექსპერტებთან ზოგადი განათლების რეფორმის პროცესთან დაკავშირებული საკითხები განიხილა

23-02-2024

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ზოგადი განათლების საფეხურზე ახორციელებს მასშტაბურ რეფორმას, რომელიც, თავის მხრივ, მოიცავს ეროვნული სასწავლო გეგმის რევიზიას.


რეფორმის ფარგლებში განსაკუთრებული აქცენტი კეთდება სასკოლო საგნების სტანდარტების გადახედვასა და განახლებაზე. აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გიორგი ამილახვარმა ზოგადი განათლების საგნობრივ ექსპერტებთან სამუშაო შეხვედრა გამართა და მათთან რეფორმის პროცესთან დაკავშირებული საკითხები განიხილა.


მინისტრმა უშუალოდ საგნობრივი ექსპერტებისგან მიიღო ამომწურავი ინფორმაცია რევიზიის პროცესის მიმდინარეობასთან დაკავშირებით და არსებული გამოწვევების დაძლევის კუთხით გადასადგმელ ნაბიჯებზე იმსჯელა.


საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია სკოლების ხარისხიანი საგანმანათლებლო რესურსებით უზრუნველყოფა. ვინაიდან სახელმძღვანელოების მომზადება სწორედ საგნობრივი სტანდარტების საფუძველზე ხდება, ზოგადი განათლების რეფორმის პროცესში ეროვნული სასწავლო გეგმის რევიზიას განსაკუთრებული ყურადღება ექცევა.


აღსანიშნავია, რომ ზოგადი განათლების საგნობრივ ექსპერტებთან შეხვედრები პერმანენტულ რეჟიმში გაგრძელდება, რათა ყველა საგნის სტანდარტი შესაბამისობაში იყოს სახელმწიფოს ეროვნულ ინტერესებთან.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30