23-02-2024
„ვეთინგს რაც შეეხება, ვეთინგით დავიწყებ, მიზანი არის ნათელი, რისთვისაც იქნა გამოყენებული მსგავსი პროცესები 2004 წლამდე, 2004 წლის შემდეგ, იგივე მიზნით სურთ ამ პროცესის დაწყება ჩვენს ქვეყანაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
პრემიერის თქმით, ასეთი პროცესები ხშირად გამოიყენება იმისათვის, რომ განხორციელდეს პოლიტიკური კონტროლი სასამართლო სისტემაზე, იმისათვის, რომ მოხდეს მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის ხელყოფა, რაც მიუღებელია.
„ვეთინგს რაც შეეხება, ვეთინგით დავიწყებ, მიზანი არის ნათელი, რისთვისაც იქნა გამოყენებული მსგავსი პროცესები 2004 წლამდე, 2004 წლის შემდეგ, იგივე მიზნით სურთ ამ პროცესის დაწყება ჩვენს ქვეყანაში, ასეთი პროცესები ხშირად გამოიყენება იმისათვის, რომ განხორციელდეს პოლიტიკური კონტროლი სასამართლო სისტემაზე, მართლმსაჯულებაზე იმისათვის, რომ მოხდეს მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის ხელყოფა, რაც არის ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელი, აქედან გამომდინარე ასეთ მიდგომებს მხარს ვერ დავუჭერთ, არის კონკრეტული ქვეყნები სადაც დღეს მაგალითად სადაც დღეს ცნობილი ადეიშვილის მოადგილე ატარებს ვეთინგს, როგორც გაგრძელდება ეს პროცესები შეგვიძლია ვივარაუდოთ, ჩვენთვის ასეთი პროცესები არის აბსოლუტურად მიუღებელი", - განაცხადა პრემიერმა.