გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მიხეილ ყაველაშვილი: საქართველოში პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში მონაწილეობას იღებენ ორგანიზაციები, რომლებიც ფინანსდებიან უცხო ქვეყნიდან - როგორ შეიძლება მათი ნდობა იყოს მაღალი ხარისხის, ეს ხომ წარმოუდგენელია

23-02-2024

„ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი მიხეილ ყაველაშვილი მიმართავს მედიას, ჩატარდეს ჟურნალისტური გამოძიება, რათა გაირკვეს ვის ინტერესს ატარებენ ადამიანები, რომლებიც არასამთავრობო სექტორს წარმოადგენენ და რეალურად ქვეყნის პოლიტიკურ პროცესებში ჩარევას ცდილობენ. როგორც ყაველაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, მათი მავნებლობა და „მოღვაწეობა“, უნდა გამოაშკარავდეს.


„არასამთავრობოებმა მმართველი ძალის საქმიანობა რეალურად რომ შეაფასონ, სამსახურებს დაკარგავენ, დაფინანსება აღარ ექნებათ. მათი მავნებლობა და „მოღვაწეობა“, უნდა გამოაშკარავდეს. რადგან კანონით ვერ მივიღეთ არასამთავრობოების საქმიანობის გამოძიების უფლება, შესაძლებელია სხვა ფორმების გამოყენება. ამ შემთხვევაში მივმართავ მედიას, არის უკვე ღია წყაროებით შესაძლებელი ჟურნალისტური გამოძიებით გავარკვიოთ ვის ინტერესს ატარებენ ეს ადამიანები. შესაძლებელია უკვე დავსვათ საკითხი, რომ საქართველოში პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში მონაწილეობას იღებენ ორგანიზაციები, რომლებიც ფინანსდებიან უცხო ქვეყნიდან - როგორ შეიძლება მათი ნდობა იყოს მაღალი ხარისხის, ეს ხომ წარმოუდგენელია?


ამიტომ, ჩვენი ვალდებულებაა, როდესაც სასამართლო სისტემაზე ვსაუბრობთ, დავიცვათ ჩვენი სასამართლო სისტემა. ვისაუბროთ, ვიმსჯელოთ - რამე მიუღებელია სისტემაში? არსებობს მოსამართლის რაიმე გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით პროტესტი? თავად პროცესი სისტემურად იმართება? ძირითადად გვარებსა და სახელებზეა აქ საუბარი და ვერავინ რეალურ არგუმენტს ვერ ასახელებს. სწორედ ამიტომაა საჭირო საზოგადოებამ იცოდეს ყველაფერი და ზედაპირული შეფასებები არ გაკეთდება. უნდა ვუთხრათ ჩვენს საზოგადოებას, რომ საქმე გვაქვს დამოუკიდებელი შტოს შერყევის პროცესთან“ - განაცხადა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა.


მიხეილ ყაველაშვილმა იმაზე საუბრისას, თუ რატომაა მიზანში ამოღებული სასამართლო სისტემა, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მაგალითი მოიყვანა, როცა ISFAD -ის მიერ ხმების პარალელური დათვლის მონაცემებში დიდი ცდომილება იყო. ყაველაშვილის თქმით, სასამართლო სისტემაში უცხოელს რომ მოსამართლის დანიშვნის უფლება ჰქონოდათ, ან თავისი მოსამართლე ჰყოლოდა, რადიკალური ოპოზიციის საჩივარი უცებ დაკმაყოფილდებოდა.


„ვიღაცა უცხოელს რომ ჰქონოდა მეტი ბერკეტი დანიშვნის, ან თავისი მოსამართლე ჰყოლოდა სისტემაში, რადიკალური ოპოზიციის რაღაც შეთითხნილ, გაუგონარ საჩივარს ის უცებ დაუკმაყოფილებდა და ISFAD -ის მონაცემებს დაამტკიცებდა. ეს არის რევოლუცია, ოპოზიციას ხელში ეჭირებოდა სამართლებრივი დოკუმენტი. ამას ემსახურება ეს ყველაფერი. ჩვენ უნდა გავაშიშვლოთ ეს პროცესები, უნდა ვიბრძოლოთ. რა თქმა უნდა, რაც უფრო მეტად წავალთ დამოუკიდებლობისკენ, სუვერენიტეტის დაცვისკენ, ზეწოლა გაძლიერდება სხვადასხვა მიმართულებით, სასამართლოზე, ცესკოზე და ა.შ. ამაზე ღიად უნდა ვესაუბროთ საზოგადოება, უფრო მეტმა ადამიანმა უნდა იცოდეს ამ პროცესების შესახებ, რომ შემდეგ დაიცვას საკუთარი ქვეყანა. არა მართო ხელისუფლებამ, არამედ თითოეულმა მოქალაქემ შეძლოს თავისი ქვეყნის დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის დაცვა,“ - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930