გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლევან ნიკოლეიშვილი ბიძინა ივანიშვილის საწინააღმდეგო სტატიაზე: ავტორი ბრაიან უაითმურია, „ატლანტიკური საბჭოს“ წევრი და ბათუ ქუთელიას უახლოესი მეგობარი - ახლა ხომ გასაგებია, ვინ და როგორ შეუკვეთა სტატია?

23-02-2024

დღეს „ნაცმოძრაობის”კონტროლირებადმა მედიამ ერთ ხმაში აიტაცა სტატია, რომელიც რომელიღაც უცხოურ ინტერნეტ გამოცემაში დაიბეჭდა და სადაც ბიძინა ივანიშვილზეა საუბარი, როგორც თითქოსდა სახელმწიფოს მიმტაცებელსა და ოლიგარქზე, - წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.


მისი განცხადებით, შეკვეთილი სტატიის ავტორი “ნაციონალი” ბათუ ქუთელიას მეგობარია, შესაბამისად, გასაგებია, თუ ვინ დგას აღნიშნული სტატიის უკან.


“დღეს ნაცმოძრაობის კონტროლირებადმა მედიამ ერთ ხმაში აიტაცა სტატია, რომელიც რომელიღაც უცხოურ ინტერნეტ გამოცემაში დაიბეჭდა და სადაც ბიძინა ივანიშვილზეა საუბარი, როგორც თითქოსდა სახელმწიფოს მიმტაცებელსა და ოლიგარქზე. როგორც კი ამ ინფორმაციას ყური მოვკარი, სტატია მოვძებნე და გავხსენი. გავხსენი და ჰოი საოცრებავ - სტატიის ავტორი, ბრაიან უაითმური გახლავთ, რომელიც "ატლანტიკური საბჭოს" წევრი და ნაციონალი ბათუ ქუთელიას უახლოესი მეგობარია. ახლა ხომ გასაგები ხდება, ვინ და როგორ შეუკვეთა ეს სტატია? ხომ ხვდებით რადიკალებო, რომ ნაძარცვი ფულით დაკვეთილი სტატიებით საზოგადოებას ვერ მოატყუებთ? თქვე დალოცვილებო, ისეთ კაცს მაინც დააწერინეთ ეს ბოდვები, პირდაპირ რომ არ იყოს თქვენთან კავშირში, თორემ 1 საათიც ვერ ძლებს თქვენი ტყუილები“, - წერს ნიკოლეიშვილი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031