გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თამარ ჩიბურდანიძე: ჩინელი ტურისტები ყოველ დილით ვარდებით ამკობენ “ქართლის დედას”; საუკუნოვანი ქვეყანა, რომელიც თავად სცემს ტრადიციებს პატივს, ჩვენს ღირებულებებსაც უფრთხილდება

26-02-2024

„საუკუნოვანი ქვეყანა, რომელიც თავად სცემს ტრადიციებს პატივს, შენს ღირებულებებსაც უფრთხილდება, განსხვავებით ულტრალიბერალიზმით შეპყრობილი ქვეყნებისგან, რომელიც საკუთარსაც ანადგურებს და სხვისაც,” - წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე და დასძენს, რომ როდესაც სტრატეგიული პარტნიორი ურთიერთობების დასაწყისშივე შენს ყველაზე დიდ ღირებულებებზე აკეთებს აქცენტს, ხანგრძლივი თანამშრომლობა და ურთიერთპატივისცემა გარდაუვალია. თამარ ჩიბურდანიძე დარწმუნებულია, რომ ჩინეთთან სტრატეგიული თანამშრომლობა ორივე ქვეყნისთვის ყველაზე ღირებულის - ტრადიციული ეროვნული ღირებულებების ხელშეუხებლობით წარიმართება.


„მხოლოდ ეროვნული დღესასწაულების მოლოცვა და ქართულ ნაციონალურ სამოსში გამოწყობა არ არის ერისადმი პატივისცემა. ტრადიციებისადმი დამოკიდებულება ეროვნული იდეოლოგიის ხელშეუხებლობაში გამოიხატება. 30 წელია ვუსმენთ ზოგიერთი მეგობარი სახელმწიფოს მხრიდან ქართული ღირებულებებისადმი სიტყვიერ პატივისცემას, მაგრამ საქმით ამის წინააღმდეგ მოქმედებენ.


ყოველ დილით ჩინელი ტურისტები ვარდებით ამკობენ „ქართლის დედას”. ამის შემსწრე თავად ვარ. როგორც გავარკვიე, ამას საკუთარი სურვილით აკეთებენ იქიდან გამომდინარე, რომ იციან საქართველოს შესახებ, პატივს სცემენ ჩვენს ისტორიას, ტრადიციებსა და წეს-ჩვეულებებს. გარდა ამისა, თურმე, ჩინეთის ხელისუფლებას დიდი წვლილი მიუძღვის ჩინეთში, საქართველოს შესახებ ინფორმაციის მიწოდებაში, სადაც საქართველოზე საუბარს ჩვენი უდიდესი ისტორიით იწყებენ.


მადლობას ვუხდით ჩინელ ტურისტებს და მათ ქვეყანას ასეთი დაფასებისთვის. მსგავსი ფაქტი მე არ მახსოვს. როდესაც სტრატეგიული პარტნიორი ურთიერთობების დასაწყისშივე შენს ყველაზე დიდ ღირებულებებზე აკეთებს აქცენტს, ხანგრძლივი თანამშრომლობა და ურთიერთპატივისცემა გარდაუვალია.


ზოგადად, ნებისმიერ სახელმწიფოსთან პარტნიორობისას რაღაცის დათმობა გიწევს რაღაცის ფასად, მაგრამ ეს არ უნდა ეხებოდეს იმ მარადიულ ღირებულებებს, რითაც ჩვენი ქვეყანა დღემდე მოვიდა. ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ ჩინეთთან სტრატეგიული თანამშრომლობა ორივე ქვეყნისთვის ყველაზე ღირებულის - ტრადიციული ეროვნული ღირებულებების ხელშეუხებლობით წარიმართება. პირიქით, საუკუნოვანი ქვეყანა, რომელიც თავად სცემს ტრადიციებს პატივს, შენს ღირებულებებსაც უფრთხილდება, განსხვავებით ულტრალიბერალიზმით შეპყრობილი ქვეყნებისგან, რომელიც საკუთარსაც ანადგურებს და სხვისაც,” - წერს თამარ ჩიბურდანიძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930