26-02-2024
„ჩვენს ხელისუფლების და საზოგადოებისთვის აშშ-სთან, მის საელჩოსთან ერთ-ერთი კომუნიკატორი ორგანიზაცია არის USAID-ი. ამ ორგანიზაციამ ობიექტურობის და საპარტნიორო ურთიერთობების ფარგლებში ვერ შეინარჩუნა საკუთარი თავი ჩვენთან მიმართებით, როდესაც ე.წ. „რუსულ კანონზე“ პირდაპირი მხარდაჭერა გამოუცხადა დეზინფორმაციის გავრცელების ფეიკ ნარატივს“, -ამის შესახებ, „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა მედიასთან ისაუბრა.
მისი თქმით, ხაზარაძეს პენსიონერების იმედი აღარ აქვს და როგორც ჩანს სხვა ელექტორატზე, „LGBT-თემზე“ გადაერთო, რასაც ერთი პლუსი მაინც აქვს - მათი სრული რაოდენობა გვეცოდინება 26 ოქტომბრის ელექტრონულ არჩევნების შედეგების შედეგად, რა რაოდენობის ხმებს აიღებს.
„მორიგი ლელო დადო ხაზარაძემ, ხაზს ვუსვამ თავის ჩათვლის მოედანზე იმიტომ, რომ მისი მათემატიკური ცოდნით იმედგაცრუებული პენსიონერების იმედი აღარ აქვს და როგორც ჩანს სხვა ელექტორატზე გადაერთო, არატრადიციულ ელექტორატზე, რასაც ერთი პლუსი მაინც აქვს - მათი სრული რაოდენობა გვეცოდინება 26 ოქტომბრის ელექტრონულ არჩევნების შედეგების შედეგად, რა რაოდენობის ხმებს აიღებს (ეს ნახევრად ხუმრობით).
მინდა ერთი მომენტიც აღვნიშნო - ჩვენს ხელისუფლების და საზოგადოებისთვის აშშ-სთან, მის საელჩოსთან ერთ-ერთი კომუნიკატორი ორგანიზაცია არის USAID-ი. ამ ორგანიზაციამ ობიექტურობის და საპარტნიორო ურთიერთობების ფარგლებში ვერ შეინარჩუნა საკუთარი თავი ჩვენთან მიმართებით, როდესაც ე.წ. „რუსულ კანონზე“ პირდაპირი მხარდაჭერა გამოუცხადა დეზინფორმაციის გავრცელების ფეიკ ნარატივს.
ეს იყო ძალიან ცუდი ნიშანი იმისა, რომ მათ დაიკავეს არასწორი დამოკიდებულება ჩვენი საზოგადოების, ხელისუფლების, სუვერენიტეტის და დამოუკიდებლობის მიმართ. ასევე, მათი ხელშეწყობით ჩამოყვანილი იყო, რევოლუციონერი ტრენერები, ქოუჩები, რომელთა საქმიანობა მთელმა საქართველომ დაინახა. როდესაც შევეკითხეთ, რასთან გვქონდა საქმე (USAID-ი ეტყობა ჩვენს საზოგადოებას იდიოტებად თვლის), ბუნდოვანი პასუხი გაგვცეს, რომ ეს იყო კულტურის მუშაკებთან შეხვედრა, ბავშვთა ონკოლოგიის საკითხებზე.
როდესაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დაიცვა ქვეყნის, საზოგადოების ტრადიციული მიდგომები და დედა ეკლესიის მხარეს დადგა, გამოვიდა USAID-ის მიერ დაფინანსებული „ტოლერანტობის ცენტრი“ და სასტიკად გაუკრიტიკა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს მიდგომა ეროვნულi, ტრადიციულi ფასეულობების მიმართ.
რაც შეეხება ხაზარაძეს, მან პენსიონერების მხარდაჭერა დაკარგა, „LGBT-თემის“, როგორც ამომრჩევლის სიმპათიები მოიპოვა. ვნახოთ, ვინ იქნება მისი ელექტორატი“, - განაცხადა ქართველიშვილმა.