გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
რატი იონათამიშვილი ლგბტ პროპაგანდაზე: როდესაც ფასეული ტერმინების აკრძალვაზეა საუბარი, ეს იქნება დედა, მამა თუ შვილი, ამის უკან მზაკვრული ჩანაფიქრები დგას, რაზეც ჩვენს საზოგადოებას უნდა ჰქონდეს და აქვს კიდევაც ადეკვატური რეაქცია

27-02-2024

როდესაც საუბარში ტერმინების აკრძალვაზეა საუბარი, თან იმ ტერმინების, რომლებიც ერთ-ერთი ყველაზე ფასეულია, რაც კი არსებობს, იქნება ეს დედა, მამა, შვილი თუ ა.შ. ვფიქრობ, ამის უკან ძალიან მზაკვრული ჩანაფიქრები დგას, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

 

მისი თქმით, აღნიშნულ ფაქტებზე საზოგადოებას ადეკვატური რეაქცია უნდა ჰქონდეს.

 

რაც შეეხება ოპოზიციას, როგორც იონათამიშვილმა აღნიშნა, ისინი სხვების აზრებზე არიან დამოკიდებული და ამ საკითხზე საკუთარი მოსაზრება არ გააჩნიათ, რაც მათ სულიერ დეკადანსზე მიუთითებს.

 

"როდესაც საუბარში ტერმინების აკრძალვაზეა საუბარი, თან იმ ტერმინების, რომლებიც ერთ-ერთი ყველაზე ფასეულია, რაც კი არსებობს, იქნება ეს დედა, მამა, შვილი თუ ა.შ. ვფიქრობ, ამის უკან ძალიან მზაკვრული ჩანაფიქრები დგას, რაზეც ჩვენს საზოგადოებას ცხადია, უნდა ჰქონდეს და აქვს კიდევაც ძალიან ჯანსაღი და ადეკვატური რეაქცია. რადიკალური ოპოზიცია დაცლილია ღირებულებებისგან. მათ საკუთარი აზრი არ გააჩნიათ და დამოკიდებული არიან სხვისი აზრების გაჟღერებასა და გახმოვანებაზე. აქედანაც ჩანს მათი სულიერი დეკადანსი" - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930