გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ონის სოფელ გომში საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება

28-02-2024

ონის მუნიციპალიტეტის სოფელ გომში საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები (I ეტაპი) იწყება.

 

სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებამდე, სოფელ გომში იმყოფებოდა ონის მუნიციპალიტეტის მერი სერგი ხიდეშელი, რომელიც მერის წარმომადგენელ - დავით მეტრეველთან ერთად გაეცნო პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულ მოსამზადებელ სამუშაოებს, ასევე შეხვდა ადგილობრივ მოსახლეობას და პროექტის მნიშვნელობაზე ესაუბრა.

 

სამუშაოებს კონტრაქტორი კომპანია შპს „ცოტნე“ შეასრულებს. რეაბილიტაცია პირველ ეტაპზე ჩაუტარდება სოფელ გომის საავტომობილო გზის დაახლოებით 500 მ. სიგრძის მონაკვეთს. პროექტის ფარგლებში იგეგმება, მიწის ვაკისის მოსწორების-დაპროფილების, სანიაღვრე არხებისა და ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები.

  

პროექტი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, რეგიონალური განვითარების ფონდიდან ფინანსდება, რომლის ჯამური ღირებულება 335 029 ლარს შეადგენს და სამუშაოები 2024 წლის სექტემბრის ბოლომდე დასრულდება.

  

სერგი ხიდეშელის განცხადებით, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ადგილობრივი ხელისუფლების ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს და საჭირო ღონისძიებები ეტაპობრივად სხვა ადმინისტრაციულ ერთეულებშიც იგეგმება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930