გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ქართველმა გამომგონებლებმა საერთაშორისო კონკურსში მესამე ადგილი მოიპოვეს

20-09-2018

დუბლინში “ევროკავშირის 30-ე კონკურსი ახალგაზრდა გამომგონებლებისათვის"  დასკვნითი ცერემონიალი ჩატარდა. საქართველოს წარმომადგენლებმა კონკურსში მე-3 საპრიზო ადგილი მოიპოვეს. 


საქართველოს დელეგაციას კონკურსზე წარმოადგენდნენ: მარინა გუჯაბიძე, შორენა გუჯაბიძე, დეა ილარიონოვა, ევა ხუხაშვილი, თამარ მიქელაძე, ნინო ხუნძაკიშვილი, ანი თეთრაშვილი და ჯგუფის ხელმძღვანელი, მარინა გვიმრაძე.


კონკურსი ირლანდიის პრეზიდენტმა, მაიკლ ჰიგინსმა გახსნა. საპრიზო ადგილის მფლებელებს სიგელები  ირლადიის უმაღლესი განათლების მინისტრმა, მერი მიტჩელ ო კონორიმ გადასცა. ღონისძიებაში  38 ქვეყნის 139 წარმომადგენელი მონაწილეობდა.


კონკურსი  ტარდება ევროკომისიის ეგიდით და მასში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ახალგაზრდა გამომგონებლები  მონაწილეობენ.

 

 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031