28-02-2024
კონსერვატიული გაერთიანება „საქართველო უპირველეს ყოვლისა“ დამფუძნებელმა, ვატო შაქარიშვილმა მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ლგბტ პროპაგანდაზე საუბრისას საბერძნეთში მომხდარი მოვლენები გაიხსენა, სადაც პარლამენტმა ერთნაირსქესიანთა ქორწინებას მხარი დაუჭირა და წყვილებს ბავშვის შვილად აყვანის უფლება მისცა.
„ნახეთ რა მოხდა საბერძნეთში. პირდაპირი სიტყვის მნიშვნელობით როგორ გადატეხეს ეს უძველესი, ქრისტიანული ქვეყანა, სადაც ერთობლივად მოხდა ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონება და ამასთან, მათ მიეცემათ ბავშვის აყვანის უფლება.
ეს არის კიდევ ერთი ნათელი დადასტურება იმისა, რომ როდესაც კონკრეტული ქვეყნის ხელისუფლება არის დამოკიდებული და ანგარიშვალდებული არა საკუთარ ხალხთან, საკუთარ სახელმწიფოსთან, არამედ სხვა რომელიმე დიდ სახელმწიფოსთან და ამ შემთხვევაში, ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ისინი ახორციელებენ იმას, რაც შედის მათ ინტერესებში და ჩვენთვისაც ეს ძალიან თვალსაჩინოა გამომდინარე იქიდან, რომ ყველას კარგად გახსოვთ ე.წ. დეკლარაცია, მანიფესტი ლგბტ „უფლებებთან“ დაკავშირებით, რომელიც ხელმოწერილი იქნა ფაქტობრივად ყველა ოპოზიციური პარტიის მიერ დემონსტრაციულად პარლამენტის წინ. ეს იმის ნიშანია, რომ ეს პოლიტიკური პარტიები და ცალკეული პოლიტიკოსები, ენჯეოებზე აღარ მაქვს საუბარი, ისინი მზად არიან ფულის და ახლა არჩევნები მოდის, ამერიკული მხარდაჭერის სანაცვლოდ ღიად ჩაერთონ ლგბტ პროპაგანდაში და იმ შემთხვევაში, თუ ეს ძალები, ანუ, ამერიკის შეერთებული შტატები მათ დაეხმარება ხელისუფლებაში მოსვლაში, ისინი მზად არიან, მიიღონ ისეთივე გადაწყვეტილებები როგორიც იქნა მიღებული კონკრეტულად საბერძნეთში“-აღნიშნა შაქარიშვილმა.
როგორც შაქარიშვილმა აღნიშნა, როდესაც მოახერხეს და საქართველოს მსგავსად ერთ-ერთი უძველესი ქრისტიანული სახელმწიფო გადატეხეს და კანონით დააკანონეს ერთსქესიანთა ქორწინება, საქართველო გახდება მთავარი სამიზნე [ამერიკის] დღევანდელი ადმინისტრაციისა, რომელმაც სახელმწიფო პოლიტიკის დონეზე აიყვანა ლგბტ პროპაგანდა.
„მინდა ასევე შეგახსენოთ ვატიკანის უკანასკნელი გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც კათოლიკურ ეკლესიაში დაშვებულ იქნა ერთსქესიანთა წყვილების დალოცვა. ეს არის მომზადება და პირველი ეტაპი იმისათვის, რომ საბოლოო ჯამში ვატიკანის მხრიდან მთლიანად მოხდეს ამ ყველაფრის დაკანონება იმიტომ, რომ თუ ეს მოხდა საბერძნეთში, უძველეს ქრისტიანულ სახელმწიფოში, მაშინ არ უნდა გამოვრიცხოთ, რომ ასეთი შემთხვევები იქნება.
ევროპის ცალკეული სახელმწიფოები იცით, ესტონეთში მოხდა დაკანონება ერთსქესიანთა ქორწინებისა. ვიცით, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში ცალკეულ შტატებში არის კანონები, რომლის მიხედვითაც შტატის ადმინისტრაციას უფლება ეძლევა მშობლებს ჩამოართვან ბავშვები, რომელთაც საკუთარი მშობლები არ აძლევენ უფლებას, სქესის შეცვლის ოპერაცია ჩაიტარონ. ეს არის პირდაპირ ძალადობა, კაცობრიობის სიცოცხლის ბუნების წინააღმდეგ ბრძოლა და გამომდინარე იქიდან, რომ საქართველო მათთვის არის ძალიან სერიოზული სამიზნე, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც მოახერხეს საქართველოს მსგავსად ერთ-ერთი უძველესი ქრისტიანული სახელმწიფო გადატეხეს და იქ კანონით დააკანონეს ერთსქესიანთა ქორწინება და ასეთი წყვილებისთვის შვილის აყვანის უფლება, საქართველო გახდება და ხდება მთავარი სამიზნე [ამერიკის] დღევანდელი ადმინისტრაციისა, რომელმაც სახელმწიფო პოლიტიკის დონეზე აიყვანა ლგბტ პროპაგანდა“- განაცხადა ვატო შაქარიშვილმა.