გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ონში, მდინარე რიონზე არსებული სახიდე გადასასვლელის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

28-02-2024

ქალაქ ონში, მდინარე რიონზე არსებული სახიდე გადასასვლელის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

 

ონის მუნიციპალიტეტის მერი - სერგი ხიდეშელი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე - გივი მეტრეველთან ერთად, ადგილზე იმყოფებოდა და გაეცნო პროექტით გათვალისწინებულ სამუშაოებს.

 

კონტრაქტორი კომპანიის მიერ, რეაბილიტაციის ფარგლებში დაგეგმილია ხიდის სრული რეაბილიტაცია, გამაგრდება საყრდენი ბურჯები და მალის ნაშენი, შეიცვლება ასფალტო-ბეტონის საფარი, დაყენდება საგზაო ნიშნები. სახიდე გადასასვლელის რეაბილიტაცია ასევე სავალი ნაწილის მონიშვნას და სხვა მრავალ მნიშვნელოვან დეტალს გულისხმობს.

 

პროექტი სრულად ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან, რაზედაც 800,000 ლარამდე დაიხარჯება. სახიდე გადასასვლელის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულება 2024 წლის ივნისის თვეში იგეგმება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930