გაიგე განსხვავებული

შაბათი, ივლისი 05, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თავდაცვის მინისტრისაქართველოში სომხეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

28-02-2024

თავდაცვის მინისტრი საქართველოში აკრედიტებულ ელჩებთან შეხვედრებს განაგრძობს. საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის ელჩს, აშოტ სმბატიანს შეხვდა. მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს ქვეყნებს შორის არსებული ისტორიული კეთილმეზობლური ურთიერთობები და ხალხთა შორის მეგობრობა.


თავდაცვის მინისტრმა სომეხ დიპლომატთან თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილა. ხაზი გაესვა სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ქვეყნებს შორის გაფორმებული ერთობლივი დეკლარაციის მნიშვნელობას.


შეხვედრას სომხეთის რესპუბლიკის სამხედრო ატაშე, პოლკოვნიკი მესროპ ნაზარიანი დაესწრო.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031