გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
სკოლის გამოსაშვები და ერთიანი ეროვნული გამოცდები შესაძლოა გაერთიანდეს

20-09-2018

სკოლის გამოსაშვებ გამოცდებს (CAT) შესაძლოა, ეროვნული გამოცდები შეერწყას, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე გენადი მარგველაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.


როგორც მარგველაშვილი აღნიშნავს, ეროვნულ გამოცდებში 2020 წლამდე მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდება.


„შეიძლება რაღაც დონეზე ეს გამოცდების სტრუქტურულ ცვლილებასაც გულისხმობდეს. თვითონ გამოცდების ეროვნული ცენტრის სტრუქტურულ ცვლილებას მე ვერც უარვყოფ და ვერც დავადასტურებ. დაჯდომა და სერიოზული მოფიქრებაა საჭირო, რა როგორ უნდა მოხდეს. მე ნამდვილად ვეწინააღმდეგები ამდენ გამოცდას. CAT-ის გამოცდა იქნება თუ მისაღები გამოცდები, ამის ერთობლიობა შეიძლება. გამოცდა, რომელიც არ არის ბავშვის განვითარებაზე ორიენტირებული და მხოლოდ ბარიერის გადალახვას გულისხმობს და ძალიან მალე მოხდება მიღებული ცოდნის ჩამოშლა, არაფერში სჭირდება ბავშვს. მგონია, რომ საერთოდ არ უნდა იყოს ამდენი გამოცდა. რეორგანიზაცია ამ მიმართულებით ნამდვილად არის საჭირო, თუ როგორ, ამას სამინისტრო 2020 წლისთვის აანონსებს. არ გამოვრიცხავ CAT-ის და ეროვნული გამოცდების შერწყმა მოხდეს. ჩემი მოსაზრებით, სწორედ რომ კარგი იქნება ბავშვებს გამოცდების რაოდენობა შევუმციროთ, ოღონდ გავზარდოთ ხარისხი და უნარები, რომ ნებისმიერ შემთხვევაში შექმნან ისეთი ამოცანა, რომლის გადაწყვეტილების უფლებამოსილებით თვითონ იქნებიან აღჭურვილი და არც სხვა კომპონენტებზე დამოკიდებული“, - განაცხადა გენადი მარგველაშვილმა.



ipn.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    თებერვალი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
2425262728