გაიგე განსხვავებული

სამშაბათი, ივლისი 22, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კახა კალაძე: ვიღაცები ერთიანდებიან, ვიღაცები იშლებიან, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს იმიტომ, რომ რეალურად ეს ადამიანები „ნაციონალურ მოძრაობაში“ აღმოცენებული ლუზერები არიან

29-02-2024

„ვიღაცები ერთიანდებიან, ვიღაცები იშლებიან- ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს იმიტომ, რომ რეალურად ეს ადამიანები, ყველა, თუ გადახედავთ მათ აწმყოს, წარსულს, არიან „ნაციონალურ მოძრაობაში“ აღმოცენებული ლუზერები, რომლებსაც საერთოდ არაფერი გაუკეთებიათ, არაფერი შეუქმნიათ და ახლა ვინ სად გაერთიანდება, რომელ პლატფორმაზე, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს“-ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

 

კახა კალაძე სალომე ზურაბიშვილის განცხადებების შესახებ საუბრისას აღნიშნავს, რომ „ხალხის მხარდაჭერაზე ვისაც ყველაზე ცოტა შეუძლია ისაუბროს, ეს ქალბატონი სალომე ზურაბიშვილია“.

 

თბილისის მერმა ასევე, ქვეყანაში მოსალოდნელ საფრთხეებზე გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ არავის მიეცემა შესაძლებლობა, ქვეყანაში შემოიტანოს არეულობა და რაიმე ფორმით მოახდინოს ხელისუფლების ცვლილება არაკანონიერი გზით.

 

„არჩევნები ჩატარდება დემოკრატიულად, როგორც წინა წლების განმავლობაში და არცერთ ქვეყანას, არც რუსეთს, არც ამერიკას, არც ევროპას, არ მიეცემა შესაძლებლობა, ჩაერიოს ქვეყნის შიდა საქმეებში. არავის მიეცემა იმის შესაძლებლობა, რომ ქვეყანაში შემოიტანოს არეულობა, დაძაბულობა და რაიმე ფორმით მოახდინოს ხელისუფლების ცვლილება არაკანონიერი გზით“-განაცხადა კახა კალაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031