20-09-2018
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, მარიამ ჯაშის განცხადებით, უნივერსიტეტების ავტორიზაციის პროცესთან დაკავშირებული ცვლილებები 2018-2019 წლებში სულ მცირე 30 უნივერსიტეტს შეეხება.
აღნიშნული განცხადება მან საკუთარ ფეისბუქ გვერდზე გააკეთა.
„არ ვარ საქართველოში, მაგრამ უნივერსიტეტების ავტორიზაციის პროცესთან დაკავშირებით გაჟღერებულ კითხვებს დაბრუნებამდე ვერ დავტოვებ პასუხის გარეშე.
მედიის მხრიდანაც ინტერესი დიდია, ამიტომ საერთო სტატუსით ვეხმიანები საკითხს, რომ ყველა დაინტერესებულ ჟურნალისტს მივაწოდო ინფორმაცია.
რამდენადაც საკითხს ფართო რეზონანსი მოჰყვა, 25 სექტემბერს ვგეგმავ სამუშაო შეხვედრას, სადაც ავტორიზაციის პროცესთან დაკავშირებულ ყველა არგუმენტსა და კითხვას გავივლით სამინისტროს, ექსპერტთა და რექტორთა საბჭოს წარმომადგენლებთან ერთად.
რაც შეეხება ოპონენტების მიერ გაჟღერებულ პიროვნულ ინტერესებს - ეს არის აბსურდული ბრალდება. არც ერთი უნივერსიტეტი არ არის ჩემი ოჯახის წევრის ან ნათესავის მფლობელობაში!
აქვე ვამაყობ, რომ ჩვენ დიდ ოჯახს არაერთი დამსახურებული პედაგოგი ჰყავს, რომლებიც ათწლეულების მანძილზე მოღვაწეობდბენ და დღესაც მუშაობენ (არა ფლობენ) სხვადასხვა უნივერსიტეტებში. მათ შორის გიდასტურებთ, რომ ერთი-ერთი სასწავლებელი დღეს ავტორიზაციის პროცესს გადის და როგორც ჩანს ჩემი ოპონენტები, ცდილობენ ჩემი გადაწყვეტილება დაუკავშირონ ამ ფაქტს“ - განაცხადა მარიამ ჯაშმა.