გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თამარ ჩიბურდანიძე: პატრიარქის შეურაცხყოფით სალომე ზურაბიშვილმა ჯერ არდაწყებული წინასაარჩევნო კამპანია სრული ფიასკოთი დაასრულა, ეს განცხადება სააკაშვილის შეწყალებაზეც კი უარესია

29-02-2024

“სალომე ზურაბიშვილმა ყელში დანა გამოუსვა ყველა იმ ოპოზიციურ პარტიას, რომლის შემოკრებასაც მის ირგვლივ ცდილობდნენ უცხოელი ლობისტები“, -ასე გამოეხმაურა, „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე სოციალურ ქსელში, პრეზიდენტის მიერ პატრიარქზე გაკეთებულ განცხადებას.


მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილის მიერ ქართული ეკლესიის მწემსმთავრის შეურაცხყოფა შეცდომა არ ყოფილა, ეს იყო მიზანმიმართული, ხმამაღალი განაცხადი მსოფლიოს გასაგონად.


“სალომე ზურაბიშვილმა ყელში დანა გამოუსვა ყველა იმ ოპოზიციურ პარტიას, რომლის შემოკრებასაც მის ირგვლივ ცდილობდნენ უცხოელი ლობისტები. ხვალ, ალბათ რიგში ჩადგება ოპოზიციის ზოგიერთი ლიდერი და გარკვეულწილად დაგმობს ამ განცხადებას, რათა არც ეკლესიას აწყენინონ და არც ოპოზიციის ლიდერობისთვის გამზადებულ პრეზიდენტს.


ფაქტია, ეკლესიაზე შეტევით სალომე ზურაბიშვილმა ჯერ არდაწყებული წინასაარჩევნო კამპანია, სრული ფიასკოთი დაასრულა. ეს განცხადება სააკაშვილის შეწყალებაზეც კი უარესია.


ის, რომ სალომე ზურაბიშვილი ეკლესიას მაინცდამაინც არ სწყალობდა, ყველასათვის ნათელი იყო, მაგრამ თუ აქამდე მივიდოდა, ამას, ალბათ ვერავინ წარმოიდგენდა. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქზე მთელი მსოფლიო საუბრობს, მისი მოღვაწეობა საქართველოს ისტორიაში უკვე ოქროს ასოებით ჩაიწერა და ქვეყნის პრეზიდენტი, ასეთ პატრიარქს საქვეყნოდ ანადგურებს.


ახლა, კიდევ რჩება ვინმეს კითხვა, თუ რატომ არ აფინანსებს პრეზიდენტის უცხოეთში ვიზიტებს მთავრობა? ვინ იცის, რამდენი ასეთი განცხადება აქვს გაკეთებული ზურაბიშვილს ისე, რაც ჩვენ არ ვიცით და იცის ხელისუფლებამ.


სალომე ზურაბიშვილს ქართული ეკლესიის მწემსმთავრის საერთაშორისო შეურაცხყოფას არ აპატიებს ქართველი ხალხი. ეს შეცდომა არ ყოფილა, ეს იყო მიზანმიმართული, ხმამაღალი განაცხადი მსოფლიოს გასაგონად. ნეტავ რამდენი გადაუხადეს ქვეყნის პრეზიდენტს საკუთარი ეკლესიის შეურაცხყოფისთვის?“, -წერს ჩიბურდანიძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930