1-03-2024
„როგორც შარშან არავის წაუკითხავს „ხალხის ძალის" ოთხფურცლიანი ეროვნული კანონპროექტი და როგორც მაშინ მის წინააღმდეგ აქტიური მოქმედებებით ნაცსექტა, ხოლო დემონსტრაციული იგნორირებით - "პირიქითა სექტამ" გაილაშქრა, ამჟამადაც ანალოგიურ გამოხმაურებას ველით," - წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი.
ქართველიშვილი იმედს გამოთქვამს, რომ ფართო საზოგადოება შარშანდელი პასიურობისგან განსხვავებით, წელს მაინც თავის სათქმელს ღიად იტყვის.
„რაც აუცილებლად სათქმელია: ერთი წლის წინ უცხოური გავლენების გამჭვირვალობის კანონპროექტი „ხალხის ძალის" ინიციატივა იყო, რომელსაც მხარი ოცნებამ დაუჭირა. „გლობალური ომის პარტიის" უპრეცედენტო კონტრშეტევის წინაშე, ახალგაზრდების რიგებში რეალური, დაგეგმილი მსხვერპლის თავიდან აცილების მიზნით, ამ კანონპროექტის უკან გამოწვევა გახდა საჭირო.
ერთი წლის შემდგომ, ოცნების მიერ დაანონსებული LGBTQ+ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონპროექტის დაინიცირებაში, დიდი წვლილი უკვე "ხალხის ძალას" მიუძღვის. მაგრამ, როგორც შარშან, ასევე ამჟამად - ცალ ფეხზე მხტუნავი, აგენტოკრატების ლაქია-მარიონეტები ცდილობენ აღნიშნულ ეროვნულ ინიციატივას "რუსული კანონი 2.0"-ის სარჩული მიაკერონ. როგორც შარშან არავის წაუკითხავს „ხალხის ძალის" ოთხფურცლიანი ეროვნული კანონპროექტი და როგორც მაშინ მის წინააღმდეგ აქტიური მოქმედებებით ნაცსექტა, ხოლო დემონსტრაციული იგნორირებით - "პირიქითა სექტამ" გაილაშქრა, ამჟამადაც ანალოგიურ გამოხმაურებას ველით.
დარწმუნებული ვარ, ორივე სექტა შეეცდება ამ კანონპროექტს ან პირდაპირი ან ირიბი წინააღმდეგობა გაუწიოს. მაგრამ იმედი გვაქვს, რომ ფართო საზოგადოება შარშანდელი პასიურობისგან განსხვავებით, წელს მაინც თავის სათქმელს ღიად იტყვის. თუ ვინმეს ჰგონია, რომ "შემთხვევითი დამთხვევა" იყო ბლინკენის ცნობილი ბრძანება, საბერძნეთის სამარცხვინო, თუ ჩეხეთის სამაგალითო ქმედებები - ჩვენ ამაში მიზანმიმართულ შეტევას ვხედავთ, მათ შორის საქართველოს საბაზისო ღირებულებებზე. ქვეყნის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის დაცვის შარშანდელი გამოცდილების გათვალისწინებით, საარჩევნო წელიწადში განსაკუთრებით საინტერესო იქნება პოლიტიკური თუ „სამოქალაქო" ძალების პროტესტის გამოვლენა ქვეყნის ფერნაკლული ცისარტყელას დროშების ქვეშ გაერთიანების უკვე საკანონმდებლო აკრძალვის წინააღმდეგ. საინტერესო იქნება გარემონტებული „მუსტანგებით" რეგიონებში საარჩევნო კამპანიების თვალყურის დევნება საქართველოსთვის "ცისფერი პერსპექტივების" შენარჩუნების დევიზით. განსაკუთრებით საინტერესო იქნება ვარდისფერ კოლგოტებში ეროვნული ტრანსგენდერების საარჩევნო შეხვედრები ელექტორატთან, თუნდაც ძეგვის ბირჟაზე. ქვეყნის „ცისფერიზაციის" საარჩევნო დაპირებების მქონე ძალებს, 5 პროცენტიანი ბარიერის გადალახვის კი არა, საკუთარი „პარტიების" შენარჩუნების ბედი უნდა აღელვებდეს," - წერს დავით ქართველიშვილი.