1-03-2024
მონათა ბაზარს პოლიტიკურ ფლანგზე და NGO სექტორში ვადევნებ თვალს გუშინდელი საღამოს შემდეგ და სრული დაბნეულობა და დუმილია, - წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.
მისი განცხადებით, ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისაგან დაცვის შესახებ მმართველი გუნდის საკანონმდებლო ინიციატივაზე აზრის გამოსათქმელად, არასამთავრობოების და პოლიტიკოსების ნაწილი პატრონებისგან ინსტრუქციას ელოდება. ნიკოლეიშვილის თქმითვე, მათ უჭირთ იმ კანონპროექტის წინააღმდეგ წასვლა, რომელსაც საზოგადოების უმრავლრსობა უჭერს მხარს.
“მონათა ბაზარს პოლიტიკურ ფლანგზე და NGO სექტორში ვადევნებ თვალს გუშინდელი საღამოს შემდეგ და სრული დაბნეულობა და დუმილია. ჯერ ერთი ინსტრუქციას ელოდებიან პატრონ/დონორებისგან, აბა მათ ხომ საკუთარი აზრი არ გააჩნიათ?! მეორე კიდევ შავ დღეში არიან - როგორ გინდა დაუპირისპირდე საკანონმდებლო ინიციატივას, რომელსაც სრულიად ერი და ბერი უჭერს მხარს? ამიტომ არიან ტრავოლტას გიფივით. ასე ხდება, როცა არა საკუთარ ქვეყანას და ხალხს, არამედ უცხო, ბინძურ ინტერესებს ემსახურები” - წერს ნიკოლეიშვილი.